0 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სესხებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ შეთავაზება განვადებებსაც ეხება"

სესხებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებით „თიბისი ბანკის“ შეთავაზება განვადებებსაც ეხება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

ბანკის ხელმძღვანელმა განმარტა კონკრეტულად ვის ეხება და რას გულისხმობს ბანკის მიერ დაწესებული საშეღავათო პერიოდი.

„მივიღეთ გადაწყვეტილება მთავრობასთან შეთანხმებით, რომ ფიზიკურ პირებს, მიკრო ბიზნესის წარმომადგენლებს და ამავე დროს მახვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც გააჩნიათ ისეთი ბიზნესები, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ შეკრების ადგილებთან, ყველას შევთავაზოთ სამ თვიანი საშეღავათო პერიოდი. ანუ ეს გულისხმობს, რომ როგორც პროცენტზე, ასევე ძირზე ჩვენ ვთავაზობთ არ გადახდას. რა თქმა უნდა, ფიზიკურ პირებს, თუ კომპანიებს, რომლებსაც სურვილი ექნებათ, განაგრძონ გადახდები, ამის უფლება აქვთ. უბრალოდ ჩვენი შეთავაზებაა, რომ სამი თვის განმავლობაში, სანამ გამოწვევები არსებობს, ეს შეღავათი გავუკეთოთ მოქალაქეებს. ეს ეხება ყველა ტიპის ფიზიკური პირის დაფინანსებას და მათ შორის განვადებებს“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ამასთან, მისი თქმით, „თიბისი ბანკი“ პროცენტებს არ ცვლის და აღნიშნული შეთავაზება პროცენტის შეცვლას არ გულისხმობს.

„რა თქმა უნდა, ეს პროცენტებს არ შეეხება, ჩვენ იგივე პროცენტებით გავაგრძელებთ მათ დაფინანსებას, რაც დღეს გააჩნიათ. პროცენტებს რა თქმა უნდა, არ შევიცვლით. ეს სამი თვის გადავადება ეხება როგორც პროცენტებს, ასევე ძირ თანხას. მაგალითად, ფიზიკური პირი ყოველ თვე იხდიდა 100 ლარს, სამი  თვის განმავლობაში მოუწევდა 300 ლარის გადახდა, ჩვენ ვთავაზობთ, რომ სამი თვის განმავლობაში შეუძლია, ეს 300 ლარი არ გადაიხადოს და შემდეგ გადავუნაწილოთ მომავალ პერიოდზე.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ეხება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, ამავე დროს მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, ვინც არიან სასტუმრო ბიზნესში, გასართობი ბიზნესი და რესტორნები, სამი თვის განმავლობაში ზუსტად იგივე შეთავაზება გვაქვს, მათ შეუძლიათ, სამი თვის განმავლობაში არ განახორციელონ გადახდები, მიუხედავად იმისა, ეს არის მცირე თუ მსხვილი ბიზნესი და დამატებით, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებს, თუ ეს დაკავშირებულია დიდი შეკრების ადგილებთან, მათთან ინდივიდუალურად მოხდება შეთანხმება“, – განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები