0 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სოკარი“ გაძლევთ შანსს, დაესწროთ ევრო 2020-ის გახსნას რომში - კომპანიამ გრანდიოზული გათამაშება დაიწყო

„სოკარმა“ 2020 წელი უამრავი სიახლით დაიწყო და მომხმარებელს სიურპრიზები შესთავაზა. სხვადასხვა კონკურსის პარალელურად, „სოკარმა“ 1 მარტს გრანდიოზული გათამაშება დაიწყო, რომელიც 11 იღბლიან გამარჯვებულს საშუალებას მისცემს, 12 ივნისს, რომში, ოლიმპიკოს სტადიონზე ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის გახსნას დაესწროს.

„სოკარი“ ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორია. UEFA ამ ჩემპიონატს გრანდიოზულად აღნიშნავს და მატჩებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში ატარებს. ამასთან დაკავშირებით, „სოკარს“ უკვე ჰქონდა კრეატიული კამპანია და საქართველოში არსებული 11 სადგური საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელ 11 ქალაქად გადაკეთდა. თუმცა, ჩემპიონატთან დაკავშირებული ღონისძიებები „სოკარს“ ამით არ დაუსრულებია.

ნებისმიერ მომხმარებელი, 1-ლი მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით, განახლებული ენერჯი ბარათით შეძენილ ყოველ 15 ლიტრ ბენზინზე/დიზელზე  და 10მ3 ბუნებრივ აირზე,  მიიღებს გათამაშების 1 ელექტრონულ ბილეთს. თუმცა, თუ მომხმარებელი საწვავს „სოკარის“ რებრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე შეიძენს, 1-ის ნაცვლად 2 ბილეთი ერგება.

2020 წლის 5 მაისს, 18 საათზე, ტვ პირველის პირდაპირ ეთერში, დოლურას პრინციპით გამოვლინდება 11 გამარჯვებული. გათამაშების წამყვანები თითოეულ გამარჯვებულს მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდებიან. დაკავშირებისთვის, აუცილებელია, რომ რეგისტრაციისას მითითებული ტელეფონის ნომერი იყოს სწორი. ამიტომ, დარწმუნდით, რომ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია სწორად არის დაფიქსირებული და გადაამოწმეთ თქვენი პირადი მონაცემები ვებ-გვერდის www.sgp.ge პირად კაბინეტში, აპლიკაციაში Socar Geo, სოკარის ნებისმიერ სერვის ცენტრში, ან ცხელი ხაზის ნომერზე *0001.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები