0 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თიბისისა და თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორმა - ვატო ლეჟავამ და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ - გიორგი თხელიძემ მოაწერეს. 

თანამშრომლობის მემორანდუმი გულისხმობს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნის გამრავალფეროვნებას და მათ ჩართულობას თიბისის კულტურულ-შემეცნებით პროექტებსა და ღონისძიებებში, საჯარო ლექციებში,  სემინარებში, ვორქშოპებში. 

ღონისძიებაზე თიბისიმ სტუდენტური პროგრამის - TBC Camp გამარჯვებულები, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები - ზურა თავართქილაძე და ლუკა ახალაძე დააჯილდოვა, რომლებმაც პროექტზე - Abbvie იმუშავეს. გამარჯვებულმა გუნდმა თიბისისგან ჯილდოს სახით ბანკის 100 აქცია მიიღო. 

პროგრამის - TBC Camp მიზანი სტუდენტების მიერ რეალური სამუშაო გამოცდილების მიღება და მათთვის ფინანსური სექტორის უკეთ გაცნობა იყო. TBC Camp 2019 წელს თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსის ფინანსების სტუდენტების სასწავლო პროგრამაში ჩაინტეგრირდა. სტუდენტებმა მთელი სემესტრის განმავლობაში სხვადასხვა ეტაპი გაიარეს, რომლებიც თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს, სტუდენტებისთვის მიცემულ დავალებასთან დაკავშირებული ბიზნეს-ქეისების განხილვასა და თიბისის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს აერთიანებდა. ბოლო ეტაპზე სტუდენტებმა ჟიურის წინაშე საბოლოო საინვესტიციო პროექტები წარადგინეს. 

ახალი თაობა, ახალგაზრდებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზიარება, თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიეტეტია. ამ მიმართულებით თიბისი რამდენიმე წელია სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. 

200 სტიპენდიატი

თიბისის სტიპენდიატები თიბისის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. უკვე მეორე წელია, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, სკოლასთან თუ კერძო პირთან ერთად, თიბისი არჩევს ნიჭიერ ბავშვებს, რომლებსაც განვითარებისათვის ფინანსური ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. პროექტმა ყველა სფერო და მთელი საქართველო მოიცვა - თიბისიმ პატარა გამომგონებლები, მათემატიკოსები, მოცეკვავეები, მხატვრები, მუსიკოსები, სპორტსმენები იპოვა, რომლებიც ყოველთვიურ სტიპენდიას იღებენთიბისი

სტატუსის პროექტი - Status Donates

Statusdonates.ge პირველი ქართული საქველმოქმედო ონლაინ პლატფორმაა, რომელიც თიბისი სტატუსისა და მისი მომხმარებლების სახელით, ახალ თაობას განვითარებასა და წარმატებაში უწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის 30 ბენეფიციარის სწავლა დაფინანსდა.

საგანმანათლებლო ექსკურსიები

თიბისის ორგანიზებული და მხარდაჭერილი  გამოფენების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს გიდის თანხლებით, საგანმანათლებლო ტურები და ვორქშოპები უტარდებათ.

პარტნიორობა განათლებისთვის

თიბისი ახალი თაობის წარმომადგენლებს მათ ინტერესებზე მორგებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებს სთავაზობს. მაგალითად, ამ ინიციატივის ფარგლებში, თიბისის სტიპენდიატებს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ფინანსური განათლების შესახებ, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტი -  ლადო აფხაზავა კი, სამოქალაქო პასუხისმგებლობის შესახებ ესაუბრა.

პარტნიორობა განათლებისათვის

თიბისი წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია, რომლის ფარგლებშიც კომპანია პატარა მკითხველებს გასართობ-შემეცნებით პროგრამებს სთავაზობს.

ასევე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულმა გუნდმა, თიბისის ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში მიიიღო მონაწილეობა.

სპეციალური შეთავაზებები

საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სპეციალური საჩუქრების გარდა, სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ თიბისის მოსწავლის #1 ბარათით ისარგებლონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები