0 7 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა

კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ დამსწრეებს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო. ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. კომპანიის CSR სტრატეგიის თითოეულ მიმართულებაზე სხვადასხვა პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა ისაუბრა.

განხორციელებული პროექტების შესახებ სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მევლუდ მელაძემ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ანა ფაშალიშვილმა, “ეკოხედვის” აღმასრულებელმა დირექტორმა გეგი სოფაძემ და პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ხელმძღვანელმა ხატია გავაშელმა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც კომპანია „სოკარმა“ 2019 წელს განახორციელა, ქალთა გაძლიერებას უკავშირდება. გაეროს ქალთა გაძლიერების ფონდთან თანამშრომლობის შედეგად, „სოკარში“ სქესობრივი დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროვების პრევენციის მექანიზმი დაინერგა.

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ ერთ-ერთი პუნქტი გარემოს დაცვაა და „სოკარი“ ამ მიმართულებით რამდენიმე პროექტს ახორციელებს. პანელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეკოლოგიაზე ზრუნვა იყო. უახლესი კვლევების მიგნებებზე გეგი სოფაძემ ისაუბრა.

„სოკარის“ CSR პლატფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება შშმ პირთა და ხანდაზმულთა მხარდაჭერაა, შესაბამისად, დისკუსიის ფარგლებში საუბარი შეეხო ამ სფეროში ბიზნესის ჩართულობის მნიშვნელობასაც.

„სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი პრინციპი გამჭვირვალობაა, რაც გულისხმობს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია „სოკარის“ მიერ წარმოებული CSR საქმიანობის მიზნებისა და იმ რესურსების თაობაზე, რასაც კომპანია გაიღებს ამა თუ იმ პროგრამის რეალიზაციისთვის. „სოკარი“ ყოველწლიურად მოამზადებს CSR ანგარიშს, სადაც იქნება ასახული ყველა მონაცემი და ინფორმაცია წლის აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

 

პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი

სოკარის CSR-ის პლატფორმა „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტს“ გულისხმობს, რომელიც შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:

გარემოს დაცვა: გარემოს დაცვის კუთხით, „სოკარი“, პარტნიორ კომპანიებთან ერთად, ცდილობს გარემოსთვის ნაკლებად საზიანო ელექტროტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობას. ამისათვის „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე, საქართველოს მასშტაბით უნდა შეიქმნას ელექტროსატენების ქსელი, რაც უზრუნველყოფს ელექტრომობილების პოპულარიზაციასა და მეტად გავრცელებას. გარდა ამისა, „სოკარის“ ერთ-ერთ ავტოგასამართ სადგურზე დამონტაჟდა მზის პანელები. გამომუშავებული ენერგიით მარაგდება სადგურზე მდებარე მარკეტი „ვეიმარტი“. „სოკარი“ მზის პანელების დამონტაჟებას მომავალში სხვა ავტოგასამართ სადგურებზეც გეგმავს.

ახალგაზრდების მხარდაჭერა: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც გასულ წელს „სოკარმა განახორციელა“ მევლუდ მელაძესთან ერთად ავტოსკოლის დაარსებაა. საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად შექმნილ სკოლაში მსურველებს სკოლის ასაკიდანვე ასწავლიან თეორიულ ნაწილს. სწავლება ხდება არა მხოლოდ გამოცდის ჩაბარების მიზნით, არამედ, საფუძვლიანად, რათა მართვის მოწმობის აღებამდე მძღოლს სრულყოფილი ცოდნა ჰქონდეს.

უსაფრთხოება: კომპანია მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს საგზაო უსაფრთხოების საკითხებს და სამუშაო ადგილებზე თანამშრომლების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას. საქართველოში „სოკარის“ ჰოლდინგის ყველა კომპანია ნერგავს და მომავალშიც გააუმჯობესებს H&S სისტემებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული პერსონალის ჯანმრთელობა სამუშაო ადგილებზე.

ქალთა გაძლიერება: „სოკარი“ მიუერთდა გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებს, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილებზე ქალთა უფლებების მაქსიმალურად დაცვას, ქალების წახალისებას მაღალი რგოლის მენეჯმენტის პოზიციებსა და ქალების დასაქმებას ე.წ. არატრადიციულ თანამდებობებზე. ამასთან, ინერგება სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროვების პრევენციის მექანიზმები, რომლებიც ასევე საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი.

შშმ პირებისა და ხანდაზმულების მხარდაჭერა: შშმ პირების და ხანდაზმულების დასაქმება და მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია „სოკარის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია მხარს უჭერს სპორტულ ბანაკს „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ და ჩართულია სპორტული ღონისძიებების დაორგანიზებაში. გარდა ამისა, „სოკარი“ ყოველწლიურად ეხმარება ზესტაფონის კათარზისსაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...