0 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თბილისი ენერჯი“ უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს

„თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელები და გაზის უსაფრთხოების სპეციალისტები დედაქალაქის  მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.


როგორ მოვიხმაროთ ბუნებრივი გაზი უსაფრთხოდ, რა წესები უნდა დავიცვათ გაზის ხელსაწყოების მოხმარებისას, რომელი დანადგარებია უსაფრთხო და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის , რომ ჩვენი ოჯახის წევრებსა და მეზობლებს საფრთხე არ შევუქმნათ -  ეს  ძირითადი საკითხებია, რაზეც „თბილისი ენერჯის“ ხელმძღვანელები  და გაზის უსაფრთხოების სპეციალისტები დედაქალაქის  მოსახლეობასთან შეხვედრისას საუბრობენ.


კომპანია აქტიურად განაგრძობს უსაფრთხოების საინფორმაციო კამპანიას. მორიგი შეხვედრა სამგორის რაიონში გაიმართა. „თბილისი ენერჯის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, სამგორის  რაიონი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია, სადაც  ხშირია  გაზის ქსელზე აკრძალული სახიფათო დანადგარების  დაერთების შემთხვევები. 


უსაფრთხოების კამპანიაში მონაწილეობდნენ ენერგო ომბუდსმენი,  სამგორის რაიონის გამგებელი, დეპუტატები და  დედაქალაქის საკრებულოს წევრები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები