0 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სმარტი“ ზუგდიდში მეორე სუპერმარეტს ხსნის

სუპერმარკეტი „სმარტი“ რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და ზუგდიდში, აღმაშენებლის ქ #89-ში მდებარე ვისოლის ავტოგასამართ სადგურზე ახალ სუპერმარკეტს ხსნის. ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ „სმარტი“ აქტიურად ავითარებს ქსელს „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში და მომავალი 3 წლის მანძილზე „ვისოლის“ ქსელს „სმარტის“ 50-მდე სუპერმარკეტი შეემატება და მომხმარებელს  უმაღლესი ხარისხის საწვავთან ერთად, „სმარტის“ ევროპული იმპორტის და ადგილობრივი პროდუქციის ფართო არჩევანს შესთავაზებს.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე  სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ უახლოეს პერიოდში თბილისის გარდა, ქუთაისში, ბორჯომში, რუსთავსა და საქართველოს სხვა  რეგიონებშიც  გახსნის ობიექტებს და მომხმარებლებს  მგზავრობისთვის უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნის. ზუგდიდში პირველი სუპერმარკეტი „სმარტი“ რუსთაველის ქ. #167-ში 2012 წელს გაიხსნა. ახალგახსნილი „სმარტის“ გარდა „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე უმაღლესი ხარისხის ბენზინის. დიზელის და ავტოგაზის  მიღებასთან ერთად, მომხმარებელს  სხვა საავტომობილო სერვისების მიღების შესაძლებლობაც აქვს.  „სმარტს“ ზუგდიდში ჯამურად 50-მდე ადგილობრივი მოსახლე ყავს დასაქმებული. 

„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“  ფორმატის ცვლილებაზე სტრატეგიული გადაწყვეტილება  2018 წელს მიიღო.  ფართო ფორმატის სუპერმარკეტები, რომელიც „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეველოპმენტის“ მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრებში იყო განთავსებული, იჯარით მსხვილ  სავაჭრო კომპანიებს გადასცა და განვითარება საშუალო   ფორმატის  სუპერმარკეტების ფორმით გადაწყვიტა „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. ცნობისთვის, პირველი „სმარტი“ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 2010 წელს გაიხსნა.

დღესდღეობით „სმარტის“ უკვე 15 სუპერმარკეტია წარმოდგენილი ევროპული და ადგილობრივი წარმოების  ყოველდღიური  მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტით  მთელი საქართველოს  მასშტაბით.  „სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელს  კომფორტული კაფეც ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ  ფუნთუშეულს იტალიურ  ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...