0 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კლინიკა „ქავთასი“ დაგეხმარებათ ართრიტისა და ართროზს საბოლოოდ განკურნებაში.

ართროზი

 ართროზი სახსრების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. იგი სახსარშიგა ხრტილის ნაადრევ გაცვეთას წარმოადგენს და ნივთიერებათა ცვლით არის გამოწვეული. ძირითადად ხანდაზმულ ასაკში ვლინდება, ან ტრავმის შემდეგ ვითარდება.

 მისი გამომწვევი მიზეზი სახსრის ზედაპირის ხრტილოვანი ნაწილის დაზიანებაა. იგი შეიძლება განვითარდეს რამდენიმე ფაქტორის, მათ შორის, გენეტიკური, ბიოქიმიური, გარემოფაქტორების ზემოქმედების შედეგად. ოსტეოართრიტის განვითარების რისკი მაღალია ხანდაზმულებში,ქალებში, ჭარბი წონის მქონე პირებში, მემკვიდრული განწყობისას, ანამნეზში სახსრის სხვადასხვა პათოლოგიისა და ტრავმის მქონე პირებში. დაავადების სიხშირე მკვეთრად იზრდება ასაკთან ერთად. იგი სახსრის დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზია.

  ოსტეოართრიტის ძირითადი კლინიკური ნიშანია ტკივილი და სახსრის დეფორმაცია. დაავადების დასაწყისში ტკივილი შესაძლებელია არ ვლინდებოდეს, ან ვლინდებოდეს პერიოდულად, ხანმოკლედ ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, თუმცა დაავადების პროგრესირებისას ტკივილის ინტენსივობა იზრდება მცირე ფიზიკური დატვირთვის ფონზეც. შესაძლებელია მას თან ახლდეს დაზიანებული სახსრის შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა, კრეპიტაცია,სახსრის ფუნქციის მოშლა, სახსრის ირგვლივ კუნთების დაზიანება. ძირითადად ზიანდება მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის, კოჭ-წვივის სახსრები. თუმცა შესაძლებელია დაზიანდეს (განსაკუთრებით ქალებში) წვრილი სახსრებიც, წარმოიქმნას ე.წ. ჰებერდენისა (დისტალური ფალანგთაშორისი სახსარი) და ბუშარდის (პროქსიმალური ფალანგთაშორისი სახსარი) კვანძები. ოსტეოართრიტი შესაძლებელია განვითარდეს პირველადად ან მეორადად სახსრის ანთებითი (მაგ: რევმატოიდული ართრიტის) და არაანთებითი (მარფანი) დაავადების ფონზე.თ

 ართრიტი

 ართრიტი ანთებითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც მიმდინარეობს მთელს ორგანიზმში და რომლის ძირითადი გამოვლინება არის სახსრების ანთება. ხანგრძლივი მიმდინარეობისას ანთებითმა პროცესმა შეიძლება დააზიანოს სახსრების ზედაპირები (ძვლების ეპიფიზები, სახსრის კაფსულა, ხრტილი) და სახსრისპირა ქსოვილები (მყესები, გადაბმის ადგილები).

მისი ძირითადი სახეობები :   რევმატოიდული ართრიტი – მაპროვოცირებელია სტაფილოკოკის ინფექცია, რომელსაც ახასიათებს სახსრებში ტკივილი და შესიება. სახსრების პარალელურად შეიძლება დაზიანდეს კანი, თირკმელები, ღვიძლი და გული;

 პოდაგრული ართრიტი – წამოიქმენება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად, ხასიათდება სახსრებში შარდმჟავას მარილების დაგროვებით;

 ინფექციური ართრიტი – ჩვეულებრივ გამოწვეულია საყლაპავის ინფექციებით (მუცლის ტიფი, სალმონელეზი, დიზენტერია);

 ჰონორეული ართრიტი  – ხასიათდება სახსრებში დიდი რაოდენობით სითხის დაგროვებით.

 თუ დაზიანებულია ერთი სახსარი, საუბარია მონოართრიტზე, ორი-სამის შემთხვევაში - ოპიგოართრიტზე, უფრო მეტის - პოლიართრიტზე.

მიზეზები

 დაავადება წარმოიშობა სახსრის შიდა სინოვიალური გარსის ანთებითი ცვლილებებისას, სადაც ხშირად დაგროვებას იწყებს ანთებითი სითხე (ექსუდატი).

სახსრების დამაზიანებელი ართრიტის წარმოშობის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:

·           იმუნური სისტემის დაქვეითება;

·           ინფექციები;

·           ალერგიული რეაქციები;

·           ნაკლებად მოძრაობა;

·           გადაციება;

·           გენეტიკური მიდრეკილება.

 

ართრიტის სიმპტომები

 

ართრიტის დამახასიათებელი სიმპრომებია:

·    კიდურების მცირე სახსრების სიმეტრიული დაზიანება, მოგვიანებით ვითარდება იდაყვების, ტერფების, მსხვილი სახსრების დაზიანება; 

·    მშვიდად ყოფნისას, ღამით ან დილის პერიოდში ტკივილების      გაძლიერება;

·    დილაობით სახსრების შებოჭილობის შეგრძნება;

·    სახსრების შეშუპება, დასიება;

·    კუნთების პერიოდული ათროპია.

 

საშიშროება  -  თუ არ იქნება ჩატარებული დროული მკურნალობა, შესაძლოა მივიღოთ შემდეგი გართულებები:

·       სახსრების დეფორმაცია, მოშლა;

·      ნერვული დაბოლოებების, არტერიის შეკუმშვა;

·      მეორადი ამილოიდოზი;

·      ათეროსკლეროზი;

·      ოსტეოპოროზი. 

 

კონსულტაციისთვის ჩაწერა ხდება წინასწარ , ტელ:   595 26 32 17 / 0322 06 09 91

მის:    ლვოვის ქუჩა  N 95

FB:      Lela Gejadze

INS:    kavtasi Clinic

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...