0 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„სოკარის“ სიურპრიზი მომხმარებლებს - კონკურს „ფორმულას“ გამარჯვებული ბაქოს „ფორმულა 1“-ის საგზურით დაჯილდოვდება

2020 წელი „სოკარმა“ უამრავი სიახლით დაიწყო. კომპანია მომხმარებელს სხავდასხვა კონკურსსა და გათამაშებას სთავაზობს. ერთ-ერთი კონკურსის ფარგლებში „სოკარი“ ფორმულა 1-ის საგზურებს ათამაშებს.

კონკურსი „ფორმულა“ პირველი თებერვლიდან დაიწყო. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა საცალო მომხმარებელს, ვინც ფლობს განახლებულ სტანდარტულ  ენერჯი ბარათს და ავტომობილისთვის „სოკარის“ ნანო პრემიუმს, ან ნანო ევრო დიზელის ტიპის საწვავს მოიხმარს.

პირველი თებერვლიდან 25 მაისის ჩათვლით, ყოველ თვე, „სოკარი“ გამოავლენს ორ გამარჯვებულს, რომლებიც თვის განმავლობაში ყველაზე მეტ ნანო პრემიუმს, ან ნანო ევრო დიზელს მოიხმარენ. ორივე გამარჯვებული  დაჯილდოვდება საგზურით ბაქოში და 5-6-7 ივნისს გასამართ დაუვიწყარ ფორმულა-1-ის რბოლას დაესწრება. ჯამში, კომპანია „სოკარი“ ოთხი თვის განმავლობაში, 8 გამარჯვებულს გამოავლენს.

იმისთვის, რომ თვალი ადევნოთ კონკურსის მიმდინარეობას, შეგიძლიათ, მობილურ ტელეფონში გადმოწეროთ აპლიკაცია Socar Geo. სწორედ ამ აპლიკაციის მეშვეობით შეძლებთ, აკონტროლოთ საწვავის მოხმარება, მიიღოთ სიახლეები კონკურსის მიმდინარეობის შესახებ და შეამოწმოთ ყოველი თვის ჭრილში მოხმარებული საწვავის ოდენობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...