0 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„სოკარის“ ყველაზე ერთგული მომხმარებლები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალს დაესწრებიან

ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში „სოკარი“ კამპანიას განაგრძობს. საქართველოს მასშტაბით, 11 ავტოგასამართი სადგურის რებრენდინგის შემდეგ, კომპანიამ მომხმარებლების წახალისება გადაწყვიტა და მათ კონკურსში მონაწილეობის მიღებას სთავაზობს.

პირველი თებერვლიდან 25 მაისის ჩათვლით , მომხმარებლები, რომლებიც „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე ყველაზე მეტ ნანო ევრო რეგულარს ან ბუნებრივ აირს შეიძენენ,  ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხედფინალის ორ ბილეთს მიიღებენ, რომელიც გაიმართება ქალაქ ბაქოში 2020 წლის 4 ივლისს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა საცალო მომხმარებელს, ვინც ფლობს სტანდარტულ განახლებულ ენერჯი ბარათს. კონკურსის მიმდინარეობისას, „სოკარი“ თვეში ორ გამარჯვებულს გამოავლენს.

იმისთვის, რომ თვალი ადევნოთ კონკურსის მიმდინარეობას, შეგიძლიათ, მობილურ ტელეფონში გადმოწეროთ აპლიკაცია Socar Geo. სწორედ ამ აპლიკაციის მეშვეობით შეძლებთ, აკონტროლოთ საწვავის მოხმარება, მიიღოთ სიახლეები კონკურსის მიმდინარეობის შესახებ და შეამოწმოთ ყოველი თვის ჭრილში მოხმარებული საწვავის ოდენობა.

კონკურსი ევრო2020 ბაქო ერთადერთი სიახლე არ არის, რასაც კომპანია „სოკარი“ მომხმარებელს სთავაზობს. წლის განმავლობაში, „სოკარი“ საქართველოს მოსახლეობას სხვა კონკურსებსაც შესთავაზებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები