0 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Volvo Plug-in ჰიბრიდი - საუკეთესო არჩევანი საქართველოს გზებზე

„არავინაა ყოვლისშემძლე, მაგრამ ყველას შეგვიძლია შევქმნათ რაიმე ღირებული“ - სწორედ ამ სლოგანით წარსდგა Volvo Plug-In Hybrid მოდელები საქართველოში.

ვოლვოს Plug-in Hybrid ავტომობილს აქვს ორი ძრავი - ელექტრული და შიდა წვის, ავტომობილი ეფექტური მართვის გამოცდილებისთვის და ენერგიის დაზოგვის მიზნით ორივე ძრავს კომბინირებულად  მოიხმარს, თუმცა შესაძლებელია ცალ-ცალკე მათი გამოყენებაც. ელექტრული და შიდა წვის ძრავების კომბინაცია მართვის პროცესს ხდის მარტივს, რბილს და დახვეწილს ნებისმიერ ვითარებაში, ამასთანავე მეტად კომფორტული და მოსახერხებელია საქართველოს მთა-გორიანი რელიეფისთვის.

„Plug-in“ ჰიბრიდ მოდელები საშუალებას გაძლევთ თავად შეარჩიოთ მართვის სამი რეჟიმიდან თქვენთვის სასურველი - „Power“ რეჟიმი, „Pure electric“ რეჟიმი ან ბალანსირებული ჰიბრიდ რეჟიმი. მხოლოდ ელექტრული ძრავი გამოიმუშავებს 40-50 კმ.-სთვის სამყოფ ენერგიას, მისი დამუხტვა შესაძლებელია როგორც სახლში, ასევე ელექტროგასამართ სადგურებზე. ამავდროულად ავტომობილი იტენება ყოველთვის როდესაც ამუხრუჭებთ ან ანელებთ მოძრაობას.

„Plug-in“ ელემენტი და შიდა წვის ძრავი უკომპრომისო კომბინაციას წარმოქმნის. ელექტრო ძრავი ეხმარება შიდა წვის ძრავს საგრძნობლად შეამციროს CO2-ის გამოყოფა. „Pure electric“ რეჟიმის გამოყენებისას ავტომობილი საერთოდ წყვეტს გამონაბოლქვის გამოყოფას. სრულიად ელექტრო რეჟიმით მართვით შეამცირებთ ნეგატიურ გავლენას გარემოზე, ამასთანავე საგრძნობლად დაზოგავთ საწვავის ხარჯებს.

„ვოლვო საქართველოს“ შოურუმში წარმოდგენილია აღნიშნული მოდელების სრული სპექტრი. შეოურუმს შეგიძლიათ ესტუმროთ მისამართზე - დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან ტესტ დრაივზე ჩასაწერად დაუკავშირდით ქოლცენტრს: 224 42 42 ან გადადით ლინკზე: volvocars.com/ge.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები