0 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

VINO&VINO -ს ღვინის მაღაზიამ საქართველოში მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა -მსოფლიოს საუკეთესო ღვინოები ერთ სივრცეში

VINO&VINO -ს პირველმა ღვინის მაღაზიამ საქართველოში მედიის წარმომადგენლებს უმაპინძლა. ღონისძიების ფაგრლებში გაიმართა დეგუსტაცია. თბილისში, ყაზბეგის #31-ში მდებარე მყუდრო,  საინტერესო და სასიამოვნო გარემოში   მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ  პროფესიონალი სომელიების რეკომენდაციით  რჩეული გემოები დაეგემოვნებინათ და   მსოფლიო ღვინის უნიკალურ კოლექციას გაცნობოდნენ.

„ჩვენ გვაქვს უცხორუი ღვინოები, როგორც ევროპული ასევე ახალი სამყაროს ეგზოტიკური გემოები.   ასევე გვაქვს ქართული ღვინის საკამოდ საინტერესო კოლექცია. მომხმარებლებს ვთავაზობთ ისეთ ღვინოებს, რომელთა დაგემოვნების შესაძლებლობა აქამდე არ ჰქონდათ. ასევე ჩვენ ვამაყობთ, რომ გყვავს ისეთი ღვინის მწარმოებლები, რომელთა ნდობაც მოვიპოვეთ და მათ რჩეულ გემოებს მხოლოდ “ვინო&ვინო-ს” მაღაზიიში შეხვდებით. ჩვენი მიზანია,  ღვინის მოყვარულებს აქამდე უცნობი განსაკუთრებული გემოები შევთავაზოთ მთელი მსოფლიოდან და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი  მცირე მარნების განვითარებას და მათ პოპულარიზაციას,” - აღნიშნავს ვინო&ვინოს დირექტორი, დავით დავითაია.

VINO&VINO საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 30-მდე კონცეპტუალური ღვინის ბუტიკსა და მაღაზიას აერთიანებს. 500-ზე მეტი დასახელების ღვინო რჩეული ღვინის კოლექციას ჰქმნის  მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. კომპანიის მიზანია, ღვინის მოყვარულებს აქამდე უცნობი განსაკუთრებული გემოები შესთავაზოს მთელი მსოფლიოდან და ხელი შეუწყოს ადგილობრივი მცირე მარნების განვითარებას და პოპულარიზაციას.

ქალაქებს შორისაა თბილისიც, რომლისთვისაც წამყვანი სომელიეებისა და ღვინის ექსპერტების დახმარებით უნიკალური კოლექცია შეიქმნა. ქართული კოლექცია განსხვავებული, საინტერესო და კონცეპტუალურია. აქ ძველ,  კლასიკური სამყაროს ღვინოებს ახალი სამყაროს ეგზოტიკური გემოები ენაცვლება, რომელიც ტრადიციული ტექნიკით დაყენებული ქართული ღვინის კოლექციასაც მოიცავს.  ქართული კოლექცია განსხვავებული, საინტერესო და კონცეპტუალურია.

„ჩვენი კოლექცია საკმაოდ მდიდარია. ჩვენთან შესაძლებლობა გაქვთ ნებისმიერი სტილის, გემოს და წარმოების ღვინო დააგემოვნოთ და შეიძინოთ. VINO&VINO- ღვინის მაღაზიაში განსაკუთრებულ სივრცესაც აღმოაჩენთეს რეზერვების ოთახია, სადაც პრემიუმ-ღვინოები ინახება. მნიშვნელოვანია, რომ VINO&VINO-ში ცნობილი ავსტრიელი ქალი მეღვინის, ელენა ვოლხის სრული კოლექციაა წარმოდგენილი. ერთი სიტყვით, აქ შეგიძლიათ თქვენი ღვინო აღმოაჩინოთ,“ -  განმარტავს პროფესიონალი სომელიე ნიკა თინაშვილი.

მნიშვნელოვანია ისიც, თუ რას აერთიანებს დღეს ტერმინი VINO&VINO, პროფესიონალი სომელიეები მასში ევროპულ ღვინოებს გულისხმობენ, რომლებიც მსოფლიოში, ისტორიულად და კლასიკური გაგებით, ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში მზადდება. საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, პორტუგალია, ავსტრია - ეს ის ღვინის მწარმოებელი ძირითადი ქვეყნებია, რომელთა განსაკუთრებული კოლექცია მაღაზიაში მოსულ სტუმარს დახვდება.  თბილისურ კოლექციაში ასევე შეხვდებით განსხვავებულ და ეგზოტიკურ, ცოცხალ და ხასიათიან გემოებს ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან, არგენტინიდან, ჩილედან, სამხრეთ აფრიკიდან და აშშ-დან.

უნდა აღინიშნოს, რომ უცხოურ ღვინოებთან ერთად, VINO&VINO-ს კოლექციაში საკმაოდ დიდი ადგილი ქართულ ტრადიციულ მეღვინეობას უჭირავს. ღვინის ექსპერტებმა საუკეთესო ქართული ღვინოები და ცქრიალა ღვინოები მთელი საქართველოდან შეაგროვეს. განსაკუთრებული პოპულარობით აქ მცირე საოჯახო მარნებიდან წარმოდგენილი კოლექციები სარგებლობს, რადგან VINO&VINO მხარს უჭერს ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებას და მაღაზიაში წარმოდგენილ ქართული ღვინის რჩეულ გემოებს მომხმარებელს ყველაზე დაბალ ფასად სთავაზობს. VINO&VINO-ში წარმოდგენილია ისეთი მწარმოებლები, რომლეთაც სხვაგან ვერ შეხვდებით.

და ბოლოს, VINO&VINO-ში, საახალწლო 20%-იანი ფასდაკლება შერჩეულ კოლექციაზე 17 დეკემბრიდან დაიწყო. მისულ სტუმარს ღვინის ექსპერტები  სიამოვნებით დაეხმარებიან სასურველი გემო შერჩევაში და ღვინის გემოვნურ თვისებებსა თუ ხასიათზეც მოუყვებიან.

VINO&VINO - შენი მეგზური ღვინის სამყაროში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები