0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაგთიკომისა და ნეოსტუდიის ერთობლივი ფოტოკონკურსი - „რაკურსის“ გამარჯვებულები

მაგთიკომისა და ნეოსტუდიის ერთობლივი ფოტოკონკურსი „რაკურსი“ 3 წელია, რაც წარმატებით ტარდება. კონკურსის მიზანი მოყვარული და პროფესიონალი ფოტოგრაფების წახალისება, მათი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობაა.

ფოტოკონკურსში 7 000-მდე კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა და  სხვადასხვა თემებზე 39 გამარჯვებული გამოვლინდა.

გამარჯვებულ ნამუშევრებს მაგთიკომისა და ნეოსტუდიის გუნდთან ერთად, პროფესიონალი ფოტოგრაფები ბატონი სერგო ედიშერაშვილი და ქალბატონი ლელი ბლაგონრავოვა არჩევდნენ.


2019 წლის „რაკურსის“ გამარჯვებულები:

-         მაგთიკომის მიერ დაწესებული პირველი პრიზის - 5 000 ლარის მფლობელი გახდა ბაჩანა მერაბიშვილი („თავისუფალი თემა“)

-         მაგთიკომის მეორე პრიზი - 3 000 ლარი - გადაეცა ზაქარია ჭელიძეს („ცეკვა“)

-         მაგთიკომის მესამე პრიზის მფლობელი გამოავლინეს Facebook მეგობრებმა და 2 000 ლარი გადაეცა მარიამ ღვინიაშვილს („წყალი“)

-         ნეოსტუდიის პრიზი, ჟურნალ „მუდმივის“ გამოცემაში სარეკლამო გვერდი ფოტოს განსათავსებლად, მოიპოვა ანზორ მეხრიშვილმა („თავისუფალი თემა“)


„გვიხარია, რომ „რაკურსის“ პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება, მას ენდობიან და სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას. ჩვენი კომპანია, ტრადიციულად, გააგრძელებს კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას“, - აცხადებენ მაგთიკომში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები