0 9 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ახალგაზრდა მსახიობი მარიკა ხუნდაძე თიბისის მხარდაჭერით სწავლას ლონდონში, Royal Central School of Speech and Drama-ში გააგრძელებს

როცა სურვილი იმდენად დიდია და ძლიერი, რომ გყოფნის გამბედაობა, გაიხსნა  და სამყაროს და ადამიანებს შენი მიზნის შესახებ ხმამაღლა აუწყო, ბარიერებიც ნელნელა იშლება, საზღვრები ქრება, და შენს ცხოვრებაში ჩნებიან ადამიანები, ვინც დაგინახავს, ნდობას გიცხადებს და მიზნისკენ სვლაში გეხმარება.

სწორედ ასე შეიცვალა სამყარო მსახიობ მარიკა ხუნდაძისთვის, რომელმაც, თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის დამთავრების და რამდენიმე თეატრში მუშაობის შემდეგ, გადაწყვიტა, რომ არჩეულ პროფესიაში უფრო მეტად განვითარება და სრულყოფა სჭირდებოდა. ამ მიზნით მარიკამ რამდენიმე ბრიტანული სასწავლებელი შეარჩია, პორტფელიო შეადგინა და საბუთები მისაღებ კომისიას გაუგზავნა.

Royal Central School of Speech and Drama 1906 წლიდან არსებობს და დრამის მიმართულებით ბრიტანეთში ყველაზე ელიტარული სასწავლებელია, რომელმაც მარიკა ჯერ გამოცდებზე დაიბარა, რთული სამტურიანი საგამოცდო ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ კი, ქართველი სტუდენტი 15 საუკეთესოთა სიაში შეიყვანა და სასწავლებლად ლონდონში მიწვია. მთავარი სირთულე ახალგაზრდა მსახიობისთვის სწორედ ამ ეტაპზე დაიწყო.

„როცა მეგონა, რომ მთავარი სირთულე დავძლიე, აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ დროს ვიდექი უფრო რთული, ტექნიკური პრობლემის წინაშე: ლონდონში სასწავლებლად წასვლა დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. თხოვნით მივმართე რამდენიმე ორგანიზაციას, მაგრამ თანხა საკმაოდ დიდი იყო, სასწავლებლის გადასახადთან ერთად მჭირდებოდა ბინა, დაზღვევა, საცხოვრებელი ხარჯი. ჩემი მეგობრების წყალობით, ეს ამბავი გახმაურდა და იმ დროს, როცა წასვლის იმედი თითქმის გადამეწურა, ფეისბუქის საშუალებით გამომეხმაურა თიბისი. მთელმა გუნდმა გაიზიარა მაშინ ჩემი ამბავი და საბოლოოდ, მათ უზრუნველყვეს ჩემი საცხოვრებელი ლონდონში, სადაც თიბისის დახმარებით წავედი. ამ ულამაზეს ბინაში დაიწყო ჩემთვის სრულიად ახალი ეტაპი, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა“ - ყვება მარიკა ხუნდაძე.

ბრიტანეთში დამოუკიდებელად ცხოვრება, მომთხოვნი გარემო, სწავლის განსხვავებული, ინდივიდზე ორიენტირებული მეთოდი, დისციპლინაზე და პასუხისმგებლობაზე აგებული ყოველდღიურობა ის ფაქტორებია, რამაც მარიკას ცხოვრება ერთი წლის განმავლობაში სულ სხვა მიმართულებით წაიყვანა. ყველაზე მთავარი კი, რაც ამ ერთი წლის მანძილზე შეიცვალა, მისი ხედვა და საქმისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაა.

„ყველაფერი გადატრიალდა. სხვა სამყაროში აღმოვჩნდი ხელოვნების თვალსაზრისით, ადამიანური თვალსაზრისით. იმათი მიზანია, ჩამოგაყალობონ ჯერ როგორც ინდივიდი, შემდეგ როგორც მსახიობი, რადგან ეს ორი განუყოფელია. ამისათვის გასწავლიან ყველა არსებულ ტექნიკას და მეთოდს, დაწყებული სტანისლავსკით, დამთავრებული მაისნერით, ყველაფერს, შემდეგ კი თავად ირჩევ, ირგებ მეთოდს. ამუშავებ ტექნიკას და როცა საგრიმიოროში შედიხარ, თავდაჯერებული ხარ, ფლობ შენს თავს და პროცესს. ესაა მთავრი -  ინდივიდუალური მუშაობა შენს თავზე და იმაზე, რომ შეგეძლოს შენი თავისა და პროცესის მართვა, არ იყო დამოკიდებული არც რეჟისორზე და არც ანსამბლზე. ამ ერთმა წელმა ძალიან გამზარდა, შეიცვალა ჩემი ხედვა და დამოკიდებულება დისციპლინისა და პასუხისმგებლობისადმი.“

Royal Central School of Speech and Drama -ს მაგისტრატურის კლასიკური მიმართულებაზე სწავლის დაწყების პირველივე ეტაპზე, შექსპირის პიესაში „ციმბელინი“, მარიკამ, რეჟისორ ბენ ნეილორის გადაწყვეტილებით, ერთდროულად სამი სხვადასხვა როლი შეასრულა.

„ამ პიესაში, რომელიც დღევანდელ აქტუალურ მოვლენებს ეხმაურება, მარიკას სპექტაკლის განმავლობაში სამ განსხვავებულ პერსონაჟად გარდასახვა უწევს - სამეფო კარის ექსცენტრული ექიმად, რომის სენატის წევრად და მოჩვენებად, პოსტუმუსის დედის სახით. მარიკა საოცრად კრეატიულია და მისი სამსახიობო შესაძლებლობები ძალიან ფართო სპექტრზე იშლება“ - ამბობს რეჟისორი, შექსპირის პიესების ცნობილი დამდგმელი, ბენ ნეილორი.

ერთი წლის განმავლობაში შექსპირისა და ჩეხოვის პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლებისა თუ კინო-პროექტების შემდეგ, აგენტიც გამოჩნდა და მასთან ხელშეკრულებაც ზედმეტი სირთულეების გარეშე გაფორმდა. აგენტის შუამავლობით მარიკა ლონდონის ერთ თეატრში, The Actors Centre მიიწვიეს, სადაც ის დოსტოევსკის რომანის, „დანაშაული და სასჯელი“-ს მიხედვით დადგმულ სპექტაკლში სონიას როლს შეასრულებს. სპექტაკლის პრემიერა The Actors Centre-ში 2020 წლის თებერვალში გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...