0 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

პაშა ბანკის ტრადიციული საახალწლო გარემოსდაცვითი აქტივობა - 2020 წელი

პაშა ბანკმა პარტნიორებს და თანამშრომლებს ახალი წელი ტრადიციული გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა. ამჯერად ბანკმა რუსთავში, რამდენიმე ადგილას, ქალაქის შესასვლელში და რუსთავის პარკში დარგო 2020 ძირი ელდარის ფიჭვი და ზეთისხილის ხის ნერგი.


„პაშა ბანკი უკვე მეოთხე წელია, ძალიან აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით ეკო-პროექტებში. ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ათი ათასზე მეტი ხე გვაქვს დარგული. წელსაც ვაგრძელებთ წინასაახალწლო ტრადიციას და ქალაქ რუსთავში 2020 ნერგი დავრგეთ. გვჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით, შეგვიძლია გავაუმჯობესოთ ის გარემო, სადაც ყველა ერთად ვცხოვრობთ“,- განაცხადა პაშა ბანკის PR-ის და მარკეტინგის სპეციალისტმა, ანა ბუხაიძემ.

 

„უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პაშა ბანკის ხელმძღვანელობას იმ აქტივობისთვის, რაც ჩვენი ქალაქისთვის გააკეთეს. რუსთავში, წინასწარ შერჩეულ რამდენიმე ადგილზე მოხდა ელდარის ფიჭვის და ზეთის ხილის ხის ნერგების დარგვა. იმედი მაქვს, ამ ტიპის აქტივობები და ღონისძიებები კიდევ ბევრი ექნება ჩვენს ქალაქს“,- განაცხადა ქალაქ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.

 

პაშა ბანკის მიერ 2016-2019 წლებში შესრულებული გარემოსდაცვითი აქტივობები:

·                     2019 წლის დადგომის აღსანიშნავად, ბანკის ინიციატივით აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე დაირგო 2019 ძირი ქართული მუხა (Quercus Iberica)  და იმერული მუხა (Quercus Imeretina). ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი.

·                     2018 წლის სააღდგომო აქტივობა: არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი“-ს ეზოში კავკასიური სოჭის ოცდაათი ხის დარგვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელ გარემოს;

·                     2018 წლის 22 აპრილს, დედამიწის დღეს, პაშა ბანკი შეუერთდა მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას „გარემოს გულისთვის", რომლის ფარგლებშიც ბანკმა აიღო პასუხისმგებლობა, პერიოდულად დაასუფთავოს წინასწარ შერჩეული დაბინძურებული ტერიტორია კრწანისის ტყე-პარკში და იზრუნოს ამ ტერიტორიის სუფთად შენარჩუნებაზე სამომავლოდაც;

·                     2017 წლის დადგომის მისალოცად კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა 2017 ძირი ხე დარგო ბორჯომის მახლობლად დამწვარი ტყის აღსადგენად; აღნიშნული აქტივობა პაშა ბანკმა 2018 წლის დადგომის მისალოცადაც გაიმეორა და ამჯერად 2018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა;

·                     2017 წ. - პროექტის „აღადგინე“ მხარდასაჭერად პაშა ბანკმა 500 ძირი ხე დარგო ასევე ბორჯომის ტყის აღსადგენად;

·                     2017 წ. - პაშა ბანკმა „აღადგინესთან“ და კომპანია „კრიალასთან“ ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობდა ორგანიზაციებიდან მაკულატურის შეგროვებას გადასამუშავებლად: ყოველი შეგროვილი კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ 13 თეთრი გადაირიცხა „აღადგინეს“ ანგარიშზე. აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთო 110 კომპანია, შეგროვდა 19.5 ტონა მაკულატურა და ჯამში დაფინანსდა 300 ხის დარგვა;

·                     2017 წლის აღდგომის მისალოცად კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 1000 ძირი ქართული და იმერული მუხა დარგო. ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი;

·                     2017 წლის გაზაფხულზე სოფელ კონდოლში პაშა ბანკის მხარდაჭერით როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ეკო-პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის ჩამოყალიბება;

·                     2017 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით Georgia Today-თან ერთად პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას ქართული სოჭის ნერგები საჩუქრად გადასცა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...