0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

«SOCAR Georgia Petroleum»-მა თერჯოლაში ახალი მულტიფუნქციონალური კომპლექსი გახსნა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტობანზე, ქალაქ თერჯოლას მახლობლად,“SOCAR Georgia Petroleum“-ის ახალი მულტიფუნქციონალური კომპლექსი გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ კომპანია “SOCAR”-ის პრეზიდენტი - როვნაგ აბდულაევი, ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - მაია ცქიტიშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა. დამსწრეთა შორის ასევე იყვნენ მთავრობის და კომპანია  «SOCAR»-ის წარმომადგენლები, აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. დამსწრეებს სიტყვით მიმართა SOCAR Georgia Petroleum -ის დირექტორმა - ლევან გიორგაძემ. საზეიმო გახსნის შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს კომპლექსი.  

ავტოგასამართი სადგურის გარდა, ახალი მულტიფუნქციონალური კომპლექსი მოიცავს ბავშვთა  გასართობ ზონას სათამაშო ავტომატებით, კაფე-მარკეტს “Way Mart”, კვების ობიექტებს “Dunkin Donuts” და “Wendy’s”, სააფთიაქო ქსელს “GPC”, ღვინის მწარმოებელი კომპანიის „მეღვინეობა ხარება” მაღაზიას და ასევე კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია დამტენი მოწყობილობები ელექტრომობილებისათვის.

ეს “SOCAR Georgia Petroleum”- ის რიგით მესამე მულტიფუნქციონალური კომპლექსია. პირველი განლაგებულია ურბნისში (გორის ავტობანი), მეორე - ქალაქ რუსთავში.  “SOCAR Georgia Petroleum”- ის წარმომადგენლების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა ავტოგასამართ სადგურებზე შესძლონ არა მხოლოდ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებების გამართვა, არამედ ხარისხიანი სერვისის მიღებაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები