0 9 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მესამე გრანდიოზული „სტარტაპ ექსპო“ გაიმართა

16 დეკემბერი, 2019- საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 14-15 დეკემბერს რიგით მესამე,  გრანდიოზული „სტარტაპ ექსპო“ გაიმართა. ღონისძიებაზე „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყვნენ ახალგაზრდა მეწარმეები საკუთარ პროდუქციით.  დამწყები მეწარმეების ინსპირაციისა და მოტვაციისთვის მოძრავ მარკეტში მონაწილეობდნენ გამოცდილი და წარმატებული კომპანიებიც. სწორედ მათ გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ადამიანებს, რომლებმაც უკვე გადაწყვიტეს ან მომავალში აპირებენ ნაბიჯის გადადგმას სპარტაპერობისკენ. ასევე გამოიყო სივრცე, სადაც ნებისმიერ მსურველს ჰქონდა შესაძლებლობა, დაესვა მისი ბიზნესისთვის საინტერესო კითხვები და 10 წუთის განმავლობაში მიეღო პასუხები და სასარგელო რჩევები უკვე წარმატებული სტარტაპერებისგან. 

სტარტაპერებს „სტარტაპ ექსპომ“ ყველაზე დიდ და განსხვავებულ სავაჭრო საგამოფენო სივრცით ორი დღის განმავლობაში უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე 130-მდე მეწარმე გაერთიანდა. ღონისძების მიზანს ადგილობრივი მცირე მეწარმეების ხელშეწყობა და ქართული პროდუქციის  პოპულარიზაცია წარმოადგენდა.

„სტარტაპ ექსპოს“ სახელწოდებით ასეთი მასშტაბური ღონისძიება პირველად 4 წლის წინ ჩატარდა და სტარტაპერებისა და მომხმარებლებისგან მიღებული დადებითი გამოხმაურებების გამო, ღონისძიება ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მეტიც, სტარტაპერების განვითარებისთვის აუცილებელი სივრცის შექმნამ „სტარტაპ ექსპო“-ს წლის შემაჯამებელი ღონისძიების როლი შესძინა. 

სტარტაპ მარკეტი მოძრავი ივენთების პლატფორმაა, რომლის  მთავარი მიზანი თავიდანვე უნიკალური პლატფორმის შექმნა და განვითარება იყო, რომელიც ერთ ჭერქვეშ გააერთიანებდა ახლაგაზრდა მეწარმეებს და მათ დამოუკიდებელ ბრენდად ჩამოყალიბებაში შეუწყობდა ხელს.  დროთა განმავლობაში სტარტაპ მარკეტი განვითარდა და რამდენიმე თემატური მარკეტით დაწყებულ პლატფორმას ინტეგრირებული მარკეტების მიმართულება დაემატა.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...