0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

HUAWEI Nova 5T საშუალო ბიუჯეტური სმარტფონი, ფლაგმანური შესაძლებლობებით

უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი სმარტფონი, ავანგარდული და მოდური, ცდება არსებული სტილისა და ფუნქციონალის საზღვრებს, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული (AI HDR+ ალგორითმი) ხუთმაგი  კამერათა სისტემა, 32 MP-იანი წინა კამერის ჩათვლით. მობილური ფოტოგრაფიის მოყვარულთათვის, განსაკუთრებით მიმზიდველი, საუკეთესო ფოტო და ვიდეო გადაღების შესაძლებლობას იძლევა, მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიღონ გასაოცარი პორტრეტები ღამის განათებაშიც კი, -  ასე აფასებენ სპეციალისტები nova 5T -ის თანამედროვე ციფრულ შესაძლებლობებს.  დაინტერესდით? - უსაზღვრო შესაძლებლობების სმარტფონს ქართველი მომხმარებელი სულ მალე იხილავს. 

HUAWEI-მ შეძლო შეექმნა გამორჩეული სისტემა მობილურებისთვის - ხელოვნური ინტელექტის მქონე, პრემიუმ კლასის Kirin 980 პროცესორზე ჩაშენებული  8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება, მძლავრ ოპერაციულ სისტემასთან, EMUI 9.1-თან ერთად, რაც მომხმარებელს მრავალმხრივი დავალებების წამებში შერულების შესაძლებლობას აძლევს. HUAWEI-ს ახალი ტექნოლოგია,  ფაილის წაკითხვის სიჩქარეს საშუალოდ 20%-ით ზრდის. 
ამასთან, Nova 5T-ში, წინა მოდელებთან შედარებით,   CPU მაჩვენებლები 75%-ით, ხოლო AI 120%-ითაა გაზრდილი. HUAWEI nova 5T   გამორჩეულია ელემენტის წარმოუდგენელი შესაძლებლობებითაც. 3,750 mAH ელემენტით, სმარტფონი შეუფერხებლად მუშაობს ინტენსიური გამოყენების პირობებშიც კი.  

როდესაც HUAWEI-მ  nova 5T შექმნა, მომხმარებლის წინაშე წარსდგა  6.26 ინჩიანი ეკრანით, ეს იყო მოწყობილობა პრემიუმ ხარისხის წარმოუდგენელი პარამეტრებით - სმარტფონი სულ რაღაც 7.87მმ. სისქემდე, წარმოუდგენლად მსუბუქი -   მხოლოდ 174 გრამი. ეს იყო ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი და წარმატება კომპანიისთვის. HUAWEI-ს სურდა შეექმნა სმარტფონის გამორჩეული ეკრანი, რომელიც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას და გაუმჯობესებულ გამოცდილებას შესთავაზებდა საზოგადოებას - ეკრანი სრული გაფართოებით, რომელიც მომხმარებელს შოკში ჩააგდებდა. 

კომპანია HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს ჯგუფს მიაჩნია, რომ HUAWEI nova 5T არის მომხმარებლის იდეალური პარტნიორი ციფრულ სამყაროში, რათა გამოხატო შენი ნამდვილი თავი სოციალურ მედიაში, ასევე  მათთვის, ვისაც  სურს ჩაერთოს უსაზღვრო შესაძლებლობების თამაშებში: „მისი არაჩვეულებრივი დიზაინი, დახვეწილი Al კამერა საშუალებას გაძლევთ   ასახოთ თქვენი შთაგონებული მომენტები .“

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები