0 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე მიღება გამოცხადებულია

პიარსკოლის ისტორია 13 წლის წინ დაიწყო, როცა თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, მაიკო ძირკველიშვილსა და ჯეპრას დამფუძნებლებს გაუჩნდათ იდეა, შეექმნათ სასწავლო კურსი, რომლის მთავარი მიზანი საქართველოში პიარის, როგორც პროფესიის სრულყოფილი განვითარება და პროფესიონალი კადრების მომზადება იქნებოდა. პიარსკოლა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბაზაზე შეიქმნა და დღემდე მისი პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი “პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგილი კომუნიკაციების კურსს” ყველაზე წარმატებულ პროექტად ასახელებს.

2007 წლიდან პიარსკოლას 1600-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. კურსი ცხადდება წელიწადში სამჯერ - ზამთრის, გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე და ერთ სეზონზე 50-მდე მსმენელს აძლევს სწავლის შესაძლებლობას.

კურსი “პიარი და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები” გათვლილია მათთვის, ვინც კომუნიკაციების სფეროთი არის დაინტერესებული და სურს შეიძინოს, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე გამოიმუშავოს პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

კურსი მოიცავს ყველა იმ დარგს, რომლის ცოდნაც პიარ სპეციალისტს სჭირდება: ეფექტური კომუნიკაციები, მარკეტინგული კვლევა, პიარი, მარკეტინგი, ბრენდინგი, ვიზუალური მარკეტინგი, ივენთმენეჯმენტი, მედიამენეჯმენტი, რეკლამა და მედია განთავსება, საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება, სოციალური მედია და BTL.

პიარსკოლის მთავარი უპირატესობაა პრაქტიკოსი ადამიანებისგან შექმნილი ლექტორების გუნდი და დასავლურ სტანდარტებზე მორგებული სასწავლო მეთოდია, რაც გულისხმობს თეორიულ მეცადინეობასთან ერთად, პრაქტიკული, ე.წ. საველე სამუშაოების განხორციელებას. 3 თვის განმავლობაში, მსმენელები რეალურ ქეისებზე დაყრდნობით ამზადებენ საკომუნიკაციო სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას, რომელსაც პრეზენტაციის სახით კურსის ბოლოს წარუდგენენ ლექტორებს. მნიშვნელოვანია, რომ სადიპლომო ნაშრომების მომზადებაში ჩართულები არიან და კონსულტაციას უწევენ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ კონსულტანტები. სწორედ ეს განაპირობებს, რომ პიარსკოლელი, პიარსკოლის დამთავრების შემდეგ, მზად არის დასაქმდეს კომუნიკაციების სფეროში და პრაქტიკაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით დაგეგმოს და  განახორციელოს პიარ აქტივობები.


კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა გაუ თბილისი პიარსკოლის სერტიფიცირებული დიპლომი. ამასთანავე, 3 საუკეთესო სტუდენტს გადაეცემა 12 ლექტორის მიერ ხელმოწერილი სარეკომენდაციო წერილი, რაც მათთვის დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა იქნება.  

პიარსკოლის მთავარ მიღწევას მისი კურსდამთავრებულები წარმოადგენენ, რომლებიც დღეს წარმატებით მოღვაწეობენ კომუნიკაციების სფეროში.

პიარსკოლაში სწავლის დასაწყებად გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://bit.ly/2nMH8KC

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები