0 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დატათონი - აქციე მონაცემები ცოდნად

მათ, ვისაც მონაცემებთან მუშაობა, ვიზუალიზება, მოდელირება და ანალიტიკა უყვარს, 7-8 დეკემემბერს თიბისი ორ დღიან ახალგაზრდულ დატათონზე იწვევს. დატათონზე, რომელიც ტექნოპარკში იმართება, მონაწილეებს შეეძლებათ იმუშაონ ნამდვილ მონაცემებზე ხუთი სხვადასხვა ინდუსტრიიდან, დააგროვონ გამოცდილება და მიიღონ პრიზები. წარმოდგენილი იქნება მონაცემები საბანკო, სადაზღვევო, სახელმწიფო, საცალო ვაჭრობისა და უძრავი ქონების სფეროებიდან.

დათატონში მონაწილეობისთვის აუცილებელია გუნდების ჩამოყალიბება, რომელიც უნდა შედგებოდეს 3-5 ადამიანისგან. მონაწილეებს შეეძლებათ თავად აირჩიონ გუნდის წევრები.გუნდების ჩამოყალიბება მოხდება 6 დეკემბერს თიბისის სათაო ოფისში (მარჯანიშვილის #7, მე-4 სართული) 19:00-ზე. მანამდე კი, მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა შემდეგ მისამართზე: https://bit.ly/2QQLXit
მონაწილეების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ მონაცემებთან დაკავშირებულ სფეროებში განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს (მაგ., განათლება ან გამოცდილება კომპიუტერული მეცნიერებების, პროგრამირების, მათემატიკის, სტატისტიკის, პროდუქტის მართვის, UX დიზაინის და სხვა სფეროებში).

დატათონში მონაწილეებს ამოცანებს მისცემენ პარტნიორი ორგანიზაციები შესაბამისი ინდუსტრიებიდან, რომლებიც წარმოადგენენ რეალურ მონაცემებს და დააწესებენ პრიზებს ამ მონაცემებზე დაყრდნობით საუკეთესო ანალიტიკური გადაწყვეტილებების (მონაცემების გამოყენება, ვიზუალიზება და მოდელირება ბიზნეს ამოცანის გადასაჭრელად) აგებისთვის. დავალების შესასრულებლად მონაწილეებს 36 საათი მიეცემათ.

თითოეულ ინდუსტრიაში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 1,000 ₾, სულ გამოვლინდება 5 გამარჯვებული. გამარჯვებულ გუნდებს გამოავლენს წინასწარ დადგენილი ჟიური.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები