0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისი ბანკის მხარდაჭერით ლონდონში ფორუმი - UzInvest 2019 გაიმართა

ინვესტორებისთვის, ბიზნეს, საბანკო, ასევე სხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის ლონდონში ფორუმი - UzInvest 2019 გაიმართა. ღონისძიების თემა უზბეკეთში ინვესტიციების შესაძლებლობებს და პერსპექტივებს შეეხებოდა.

ფორუმზე მსოფლიოს სხვადასხვა სექტორის მაღალი რგოლის მენეჯერებმა, ასევე უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას უზბეკეთში საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ დისკუსიებში და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

თიბისი წელს UzInvest 2019-ის პარტნიორია. ღონისძიებას ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი  გიორგი შაგიძე ესწრებოდა, რომელმაც ფორუმის პანელ-დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

პანელ-დისკუსიის თემა უზბეკეთის ბაზარზე კომერციულ და საცალო საბანკო სექტორს და ამ სექტორის განვითარების შესაძლებლობებს შეეხებოდა, მათ შორის საბანკო სერვისების/პროდუქტების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. პანელის განსახილველ თემებს შორის უზბეკეთში კაპიტალის ბაზრების პერსპექტივა და სხვადასხვა მიმართულებით რეგულაციების  არსებობის საჭიროება იყო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები