0 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორის საინვესტიციო ანალიზი წარადგინა

თიბისი კაპიტალმა კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის - FMCG სექტორის შესახებ რიგით მეორე საინვესტიციო ანალიზი წარადგინა, რომლის მიზანია კომპანიებთან და პოტენციურ ინვესტორებთან ერთად ბაზრის მიმდინარე მდგომარეობისა და სექტორის განვითარების პოტენციალის მიმოხილვა. 

„კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის სექტორში მომუშავე კომპანიების დიდი ნაწილისთვის თიბისი ბანკი ძირითადი პარტნიორი ბანკია და ის ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას აღნიშნული სექტორის დაფინანსების კუთხით. თიბისის წილი FMCG სექტორის დაფინანსებაში  367 მილიონ ლარს შეადგენს.“ - ლევან შავკაციშვილი, თიბისის კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი. 

კვლევის მიხედვით, 2019 წლის ბოლოსთვის FMCG სექტორის მოცულობა 9,4 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, საიდანაც ორგანიზებული მოთამაშეები - ბრენდირებული სავაჭრო ქსელები, ბაზრის 28%-ს დაიკავებს, რაც 2016 წელთან შედარებით 10%-ით მეტია. 

ადგილობრივი მოსახლეობის დანახარჯი კვებისა და სწრაფი მოხმარების პროდუქციის ბაზარზე 2019 წლისთვის 8,1 მილიარდ ლარამდე იზრდება, მაშინ როდესაც ტურიზმისა და რესტორნების პირდაპირი დანახარჯი 1,3 მილიარდ ლარს მიაღწევს ამავე პერიოდში. 

„ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა სექტორის ზრდის პოტენციალის განსაზღვრისთვის საკმარის საფუძველს გვაძლევს. ჩვენი პროგნოზით, ორგანიზებული მოთამაშეების გაყიდვები მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5,5 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, რაც ორგანიზებული ბაზრის წილის 13%-ით გაზრდას და 600-ზე მეტ ახალ ქსელურ მაღაზიას ნიშნავს. თუკი ზრდა წინა წლებში უმეტესწილად დედაქალაქზე მოდიოდა, ჩვენი პროგნოზით, ორგანიზებული ბაზარი ამ ეტაპზე რეგიონების მიმართულებით უფრო გააქტიურდება, რასაც ხელს უწყობს ზრდადი ტურიზმი და მაღალი აქტივობა ზაფხულის პერიოდში.“ - თორნიკე კორძაია, თიბისი კაპიტალის კვლევების უფროსი.

თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 2017 წლიდან თიბისი კაპიტალი თიბისი ბანკის კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესის ნაწილი გახდა. კომპანიის ძირითადი ბიზნესმიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო, სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...