0 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„საფირი ჰოტელ & სპა ბაკურიანმა“ შავ პარასკევთან დაკავშირებით ვაუჩერებზე 40%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა

„საფირი ჰოტელ & სპა ბაკურიანი“ მომხმარებელს  შავ პარასკევთან დაკავშირებით  ვაუჩერებზე 40% ფასდაკლებას სთავაზობს. სასტუმროში დასვენების მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ აღნიშნული ვაუჩერი, რომლის გამოყენება სასურველ დროს შეეძლებათ.

„საფირის სტუმრებს საშუალება ეძლევათ დაივიწყონ პრობლემები და დატკბნენ სასტუმროში არსებული ყველა მომსახურებით საუკეთესო ფასად; განიმუხტონ და აივსონ დადებითი ემოციებით, ისარგებლონ ყველა სერვისით, რასაც სასტუმრო სთავაზობს დამსვენებელს: კინო დარბაზში აირჩიონ ნებისმიერი ფილმი; განიტვირთონ თურქულ ან ფინურ საუნაში; განმარტოვდნენ დახურულ შიდა ეზოსა და ტერასებზე; სასტუმრო საფირში არსებული საკონფერენციო დარბაზში კი დაგეგმონ საქმიანი ვიზიტები, შეხვედრები, სემინარები და თათბირები. რაც შეეხეება ბავშვებს, ფუნქციონირებს ბავშვთა გასართობი ოთახი, სადაც ყველაფერია მათი უსაფრთხო გართობისთვის.“-აცხადებენ სასტუმროში.

აქციის ფარგლებში ვაუჩერის 40%-იანი ფასდაკლებით, ორადგილიანი ნომრის ღირებულება საუზმით  205 ლარია (343 ლარის ნაცვლად) 29 თებერვლის ჩათვლით ახალი წლის თარიღების გარდა (29დეკ-7იან). ხოლო 1 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით - ორადგილიანი ნომრის ფასი საუზმით 174 ლარია (290 ლარის ნაცვლად), 1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით კი ვაუჩერის ფასი 185 ლარს შეადგენს (308 ლარის ნაცვლად).

სამთოსათხილამურო კურორტი ბაკურიანი, რომელიც ოთხივე სეზონზე მიმზიდველია დამსვენებლისთვის, ზამთრის სეზონისთვის აქტიურად ემზადება. მოწესრიგდა გზები, სრულდება ახალი  სასრიალო ტრასების კეთილმოწყობა.

მრავალფუნქციური სასტუმრო  „საფირი ჰოტელ & სპა ბაკურიანი“  2019 წელს გაიხსნა. გამორჩეული დიზაინით, ჯანსაღი და გემრიელი საკვებით, მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმითა და სხვა მრავალფეროვანი ფუნქციური სერვისებით სასტუმრომ უკვე მრავალ დამსვენებელს დაამახსოვრა თავი.

მომხმარებლებს ფასდაკლებული ვაუჩერების შეძენა კვირის ბოლომდე შეეძლებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები