0 9 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მაგთიკომმა არქიტექტორ გიგა ბათიაშვილის ალბომი გამოსცა

მაგთიკომის ხელშეწყობით გამოიცა ღვაწლმოსილი ქართველი არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის კრებული - არქიტექტურული ესკიზები, პროექტები, პუბლიცისტური წერილები, ფერწერა.

20 ნოემბერს, 19:00 საათზე, მაგთი კლუბში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

გიგა ბათიაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქეა, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის აკადემიის, საქართველოს საინჟინრო და სხვა აკადემიების აკადემიკოსი, სხვადასხვა პრემიების ლაურეატი, პროფესორი, დოქტორი . . .

„ჩემმა მეგობრებმა, თანამოაზრეებმა მირჩიეს, ჩემი შეხედულებები წერილობით და გრაფიკულად დამესტამბა, თუნდაც როგორც გაგრძელება წიგნისა „ჩემი ცხოვრება თბილისის არქიტექტურაში“. გადავწყვიტე, ისევ არქიტექტურულ თემატიკას შევხებოდი. არქიტექტურა ხომ ბევრის მომცველია, მრავალასპექტიანია, ამიტომაც ჩემი ნაფიქრი არაერთთემიანია“ - გიგა ბათიაშვილი.

„გიგა ბათიაშვილის, როგორც არქიტექტორისა და ურბანისტის შემოქმედება ერთი რუბრიკის ქვეშ განიხილება, რუბრიკისა, რომელსაც „ქალაქი და სიყვარული“ შეიძლება ეწოდოს. ეს წიგნიც - აღიარებული ხუროთმოძღვრის „ცხოვრების წიგნიც“ - ამ სიყვარულის აღსარებაა“, - აცხადებს ხელოვნებათმცოდნე, დავით ანდრიაძე.

წიგნი ილუსტრირებულია სხვადასხვა წლებში გიგა ბათიაშვილის მიერ შექმნილი არქიტექტურული ესკიზებით, პროექტებით, შენობების ფოტოებითა და გრაფიკულ-ფერწერული ნახატებით.

„მაგთიკომი ერთგულია თავისი ფასეულობის ამსახველი დევიზისა „ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ და ცდილობს საზოგადოებას სრულფასოვანი წარმოდგენა შეუქმნას საქართველოს გამოჩენილი მოღვაწეების შემოქმედებაზე. მოხარული ვართ, რომ ღვაწლმოსილი არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის ახალი წიგნი მაგთიკომის ხელშეწყობით გამოცემულ ასობით წიგნს შეემატა. კომპანია კვლავაც გააგრძელებს ქართული კულტურის, ხელოვნების პოპულარიზაციას და მხარდაჭერას“, - აცხადებენ მაგთიკომში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...