0 9 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ვინ გახდა შემოქმედებით კონკურსის #ქალაქიხასიათით გამარჯვებული 22 ნოემბერს გახდება ცნობილი

#ქალაქიხასიათით - ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“  მასშტაბური შემოქმედებითი კონკურსი დასრულდა. რომელმა კონკურსანტებმა შეძლეს  შეექმნათ უნიკალური #ქალაქიხასიათით 22 ნოემბერს, 12:00 საათზე „რუმსი ჰოუთელ თბილისში“ გამართულ ფინალურ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი.

გამარჯვებულებს „პროფესიონალურ“ და „მოყვარულ“ კატეგორიაში, კონკურსისთვის ჟიური გამოავლენს, ხოლო „ბორჯომის“ რჩეულს კომპანია IDS ბორჯომი თბილისი დაასახელებს.  #ქალაქიხასიათით - ეს არის შემოქმედებით კონკურსი, რომელმაც  სტარტი   24 სექტემბერს აიღო. კონკურსის მიზანს საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა წარმოადგენდა.

„ძალიან საინტერესო იყო თუ როგორ ხედავდა და გრძნობდა კონკურსის მონაწილე ამა თუ იმ ქალაქის ხასიათს. ამასთან, ნამუშევრის შესაფასებლად, მნიშვნელოვანი იყო გადაღების ხარისხი, სრულყოფილი სიუჟეტი და ინდივიდუალიზმი ხედვაში.  საბოლოოდ, მიღებულმა ნამუშევრებმა პროექტის მიზანი გაამართლა. პროექტის მიზანი, კონკურსანტის მიერ საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმოჩენა იყო თავისი ინდივიდუალიზმითა და ხასიათით,  რადგან მხოლოდ ადგილობრივ მკვიდრს, ან მასთან ემოციურ კავშირში მყოფ ადამიანს შეუძლია იგრძნოს, გადმოგვცეს და დაგვანახოს ქალაქის ხასიათი განსხვავებული მხრიდან. საქართველო მართლაც უნიკალურია თავისი ღირსშესანიშნაობებით, კუთხეებით, ქალაქებით. ადამიანის მსგავსად თითოეულ ქალაქს აქვს თავისი უნიკალური ხასიათი, სწორედ ამიტომ „ბორჯომმა“ ყველა მსურველს მისცა შესაძლებლობა უკეთ წარმოეჩინა და გაეცნო საზოგადოებსითვის საკუთარი ქალაქი, თავისი ისტორიით, ნაცნობი თუ უცნობი მხარეებით. ვფიქრობთ, პროექტმა გაამართლა,“ - განმარტავს ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“  ბრენდ მენეჯერი, ირინა კეიდია.

კონკურსის ჟიურის წევრები, არიან რეჟისორი თინა ყაჯრიშვილი, The Movement TV - დამფუძნებელი ანანო ბაკურაძე, live branding დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი, ოპერატორი მინდია ესაძე, Palitravideo.ge-ს რედაქტორი გიორგი გიორგაშვილი და ფოტოხელოვანი მარი ნაკანი. შემაჯამებელ ღონისძიებაზე, ისინი კონკურსის მნიშვნელობაზე, შეფასებების კრიტერიუმებსა და ნომინაციებში გამარკვებულების ნამუშევრებზე ისაუბრებენ. მანამდე კი, ყველა საკონკურსო ნამუშევრის ნახვა შესაძლებელია  სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.qalaqikhasiatit.borjomi.com

ცნობისათვის, #ქალაქიხასიათით მასშტაბური ხასიათის კონკურსია და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ამისთვის კონკურსანტს უნდა გადაეღო მოკლე ვიდეო, ან შეექმნა ფოტოკოლაჟი, რომელშიც  შერჩეული ქალაქის შესახებ გვიამბობდა, კადრში უნდა გამოეყენებინა  „ბორჯომი“, აეტვირთა საბოლოო პროდუქტი საკუთარ სოციალურ ქსელში (Facebook/Instagram) ჰეშთეგებით #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი, #დაახასიათეშენიქალაქი და   მისი ნამუშევარი მეგობრებისთვის გაეზიარებინა. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ იყო. აუცილებელ პირობას  კავშირი ავტორსა და შერჩეულ ქალაქს შორის კავშირის წარმოჩენა წარმოადგენდა. კონკურსი 2 კატეგორიაში გაიმართა, „მოყვარული“ და „პროფესიონალი“.

პროექტის ორგანიზატორია კომპანია „IDS ბორჯომი თბილისი“ და ის დაფუძნებულია ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ 2019 წლის საკომუნიკაციო პლატფორმაზე - შენ გაქვს ხასიათი! ხასიათს ვერ დამალავ!

„ბორჯომი“ კონკურსით #ქალაქიხასიათით კარს გვიღებს საქართველოში  და გვაცნობს მის კუთხეებს უცნობი მხარეებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...