0 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

SOCAR AQS-მა თუზის ტბის მიწისქვეშა გაზსაცავის გაფართოების პროექტთან დაკავშირებით ხელშეკრულება გააფორმა

ინტეგრირებული საბურღი მომსახურების ხელშეკრულება თურქეთში, თუზის ტბის (Tuz Golu) გაზსაცავის შესაქმნელად 40 ჭაბურღილის ბურღვას ითვალისწინებს

SOCAR AQS-ს,China CAMC Engineering Co.-სა და IC İçtaş Construction Industries & Trade Inc. JV-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც თუზის ტბის (Tuz Golu) მიწისქვეშა გაზსაცავის გასაფართოებლად საბურღი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს.

ხელშეკრულების მიხედვით, SOCAR AQS თუზის ტბის ტერიტორიაზე (თურქეთი, აქსარაი) 40 ჭაბურღილზე  იმუშავებს. კონტრაქტის ღირებულება რამდენიმე მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

„აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებით, გაღრმავდა ურთიერთობები როგორც კომპანიებს, ისე - ორ ქვეყანას შორის. თუზის ტბის მიწისქვეშა გაზსაცავის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთში ბუნებრივ გაზზე მაღალი მოთხოვნის დაკმაყოფილების თვალსაზრისით. SOCAR AQS ხელს შეუწყობს ამ მისიის წარმატებით შესრულებას,“ - აცხადებს IC İçtaş-ის გენერალური დირექტორი, მურათ მეჰმეთ ქურთულუში.  

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვაფასებთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიმუშაოთ China CAMC Engineering Co., Ltd. - IC İçtaş Construction Industries & Trade Inc-თან ერთად ამ მნიშვნელოვან პროექტზე. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენი კომპანიის სრულ პოტენციალს გამოვავლენთ და მივაღწევთ, რომ ეს პროექტი წარმატებული იყოს თურქეთისთვის, ჩვენი კლიენტებისა და SOCAR AQS- ისთვის,“ - აღნიშნა SOCAR AQS-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, რამინ ისაიევმა.

პროექტის განხორციელებისას, SOCAR AQS გამოიყენებს თურქეთის ადგილობრივი ბიზნეს პარტნიორების ინფრასტრუქტურას და, გარდა ამისა, კომპანია ინვესტიციას განახორციელებს თურქეთში სფეროს ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადებასა და შემდგომ განვითარებაში.

SOCAR AQS-ის შესახებ

SOCAR AQS არის ინტეგრირებული საბურღი და ჭაბურღილების კომპანია, რომელიც 2007 წელს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) და აბშერონის საბურღი კომპანიის მიერ დაარსდა. კომპანიის ძირითადი მომსახურება მოიცავს ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ბურღვას, დიზაინსა და დაგეგმვას, ასევე, გადახრილი და ჰორიზონტალური  ჭაბურღილების ბურღვას, მათი მუშაობის პროცესის უზრუნველყოფას. გარდა ამისა, კომპანია კლიენტებს სთავაზობს ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვის სპეციფიკურ მენეჯმენტს, საწყობის მენეჯმენტს და სხვა მომსახურებებს.

ამჟამად, SOCAR AQS მუშაობს ნავთობისა და გაზის 6 ჭაბურღილზე, 5 პლატფორმაზე 4 ოფშორული ნავთობისა და გაზის სფეროებში, მათ შორის Shallow Water Gunashli, West Absheron და Bulla.

კომპანიას დასაქმებული ჰყავს 1122 თანამშრომელი, მათგან უმეტესობა აზერბაიჯანის მოქალაქეა. SOCAR AQS აქვს მიმდინარე კონტრაქტები უკრაინასა და ბანგლადეშშიც.

2009 წლიდან, კომპანია არის IADC-ს კონტრაქტორი წევრი. SOCAR AQS სერთიფიცირებულია API Spec Q2 ხარისხის მართვის სისტემის სტანდარტის შესაბამისად, ინტეგრირებული ოფშორული ნავთობის და გაზის ბურღვისა და ჭაბურღილის სერვისების მიწოდებისთვის. SOCAR AQS რეგიონში პირველი და ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც აქვს API Spec Q2 სერთიფიკატი.

2018 წლის ნოემბერში SOCAR AQS UN Global Compact-ს შეუერთდა. ეს არის პირველი კომპანია, რომელიც 2019 წლის სექტემბერში UN Global Compact LEAD-ად აღიარეს.

SOCAR AQS- ის აქციონერები არიან SOCAR, Nobel Oil Services და Absheron Qazma LLC.

Ichtash-ის შესახებ

IC İbrahim Çeçen Yatırım Holding A.S., IC İÇTAŞ CONSTRUCTION  არის გლობალური კომპანია, რომელიც უპირატესია თურქეთში საერთაშორისო მასშტაბური პროექტებით. კომპანიას აქვს 50 წლიანი გამოცდილება და პირველია საერთაშორისო სექტორის სიებში.

IC İÇTAŞ CONSTRUCTION– მა 1969 წლიდან განახორციელა ბევრი ისეთი წარმატებული პროექტი, როგორიცაა აეროპორტის, საპორტო, საზღვაო, საგზაო და ხიდების კონსტრუქციები, ჩქაროსნული მატარებლები, მაღალი სიმძლავრის ელექტროსადგურები, სმარტ შენობები, ბიზნეს ცენტრები, ტურიზმის ობიექტები, სარწყავი სისტემის კონსტრუქციები, საზოგადოებრივი შენობები, სამედიცინო დაწესებულებები, უნივერსიტეტებისა და სკოლის მშენებლობები.

სამშენებლო პროექტების გარდა, კომპანია, ასევე, წარმატებით აგრძელებს საქმიანობას საპორტო და საზღვაო ოპერაციების სფეროებში.

IC İÇTAŞ CONSTRUCTION ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების განხორციელებით მნიშვნელოვან როლს თამაშობს წარმოებისა და დისტრიბუციის სფეროებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...