1 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ საქართველოში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრს ხსნის

15 ნოემბერს, 14:30 საათზე „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინიციატივით, უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრში (მის: თბილისი, თამარაშვილის #4), მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყობა. ტური გაცნობითი ხასიათისაა, რომლის მიზანს უახლესი სტანდარტების ახალი დიაგნოსტიკური ცენტრის დემონსტრირება წარმოადგენს. თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი 3,000 კვ/მ ფართობზეა განლაგებული და ულტრათანამედროვე, უახლესი მოდელების სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი.

მოწვეული სპეციალისტები ტურის მონაწილეებს გააცნობენ დიაგნოსტიკური ცენტრის უნიკალურ შესაძლებლობებს, რომელიც პაციენტებს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებითა და  დახურულ ავტომატიზირებულ სისტემებზე მოწყობილ ლაბორატორიას სთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ  აღნიშნული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა მაქსიმალური სიზუსტით დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს.

„მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“  თანამშრომლობს  GENERAL ELECTRIC-თან და შესაბამისად,  დიაგნოსტიკური ცენტრი აღჭურვილი იქნება კომპანიის თანამედროვე აპარატურით,  რომელიც  უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. კერძოდ, აღსანიშნავია უახლესი მოდელის, 3 ტესლა სიმძლავრის ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი,  ასევე, მამოგრაფი ტომოსინთეზის ფუნქციით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული გამოვლინების და ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებებს. გარდა ამისა, „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ გამოირჩევა ულტრათანამედროვე მოდელების კომპიუტერული ტომოგრაფით, დენსიტომეტრით, ექოსკოპებით, ენდოსკოპებით, რენტგენოსკოპიური და რენტგენოგრაფიული აპარატურით.

მოწვეულ მედიის წარმომადგენლებს  უმასპინძლებს „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ დირექტორი, ბატონი ზაზა კოპლატაძე. დიაგნოსტიკური ცენტრი ერთ-ერთი პირველია, რომელსაც ექნება უმაღლესი სტანდარტების მქონდე ულტრათანამედროვე აპარატურა, არამხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ მთელს მსოფლიოში, რაც  „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფისა“ და  მთელი საქართველოს უდიდესი წარმატებაა.

ტურის შემდეგ, ამავე დღეს,  17:00 საათზე, „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ცენტრის პრეზენტაციას ოფიციალურად გამართავს.

პრეზენტაციაზე მოწვეული არიან ჯანდაცვის სამინისტროს, თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურისა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმოამდგენლები, პრაქტიკოსი ექიმები და ჯანდაცვის სფეროს სხვა სპეციალისტები.

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ აღჭურვისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე კლინიკაში დასაქმებულთა რიცხვი 120 ადამიანს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში“ პაციენტებს სამედიცინო კვლევებს და კონსულტაციებს უტარებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკასა და ევროპაში აღიარებული წამყვანი ექიმები. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი დიაგნოსტიკური ცენტრი  მაღალი ხარისხით შეძლებს საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები