1 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Volvo Art Night ვოლვო საქართველო გლობალური მიზნების კვალდაკვალ

“ვოლვო ქარს თეგეტამ” მომხმარებლებს არტ საღამოზე უმასპინძლა, სადაც სკანდინავიური და ქართული მუსიკის თანხლებით კომპანიის გლობალური მიზნები და სტრატეგია გააცნო. ვოლვოს ამომავალი წერტილი მუდამ ადამიანის უსაფრთხოებაზე ზრუნვა გახლდათ, შესაბამისად კომპანია ყოველთვის კონცენტრირებული იყო სწორედ ადამიანის უსაფრთხოების მიმართულებაზე. ხოლო ახლა ადამიანის უსაფრთხოებასთან ერთად, კომპანიამ აიღო პასუხისმგებლობა იზრუნოს პლანეტის უსაფრთხოებასა და მისი სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივებაზე, ამასთანავე კომპანია იღებს პასუხისმგებლობას ხელი შეუწყოს კულტურის განვითარებას მსოფლიო მასშტაბით.

1927 წელს, შვედეთის ქალაქ გიოტენბურგში, ასარ გაბრიელსონმა და გუსტავ ლარსონმა კომპანია ვოლვო დაარსეს. მას შემდეგ თითქმის ასი წელი გავიდა და დღეს ვოლვოს მთელს მსოფლიოში იცნობენ და აფასებენ. ის იქცა ავტომობილების მწარმოებელ ისეთ ბრენდად, რომელსაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ მომხმარებლები განსაკუთრებულად ენდობიან მისი მახასიათებლების და ღირებულებების გამო.

ვოლვოში თითქოს მთელ სკანდინავიას მოუყარეს თავი. ისიც მისი სამშობლოს მსგავსად, პირველ რიგში ადამიანზეა ორიენტირებული. ამ ღირებულების პირველი რევოლუციური გამოვლინება შორეულ 1959 წელს მოხდა, როდესაც ვოლვოს ინჟინერმა ნილს ბოლინმა, სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი შექმნა. ვოლვომ ავტომობილების სხვა მწარმოებლებს ღვედის გამოყენების უფლება უსასყიდლოდ გადასცა და ისინიც დღემდე წარმატებით იყენებენ მას. უსაფრთხოების ღვედმა, მისი შექმნიდან დღემდე მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ერთის მხრივ პრაგმატულად უსაფრთხოებაზე მზრუნველი ვოლვო, ასევე გამოირჩევა მისი რომანტიული ხასიათით და თანამედროვე აზროვნებით. ეს იმის მიზეზი, რომ უკანასკნელ წლებში ვოლვოს ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს ხელოვნებასთან. ვოლვოს მოდელები თავადაც ხელოვნების ნიმუშებს მოგაგონებენ, დახვეწილი და მკაფიო ფორმები მათ ყველასათვის მიმზიდველს ხდის. გარდა გარეგნული სილამაზისა ვოლვოს ყველა ნაწილი, მცირე დეტალიც კი, იუველირული სიზუსტითა და სიფაქიზით არის შექმნილი.

მუსიკას, ქორეოგრაფიას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა დარგებს, ვოლვოს სახით ერთგული და დიდი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ამ ღონისძიებაზეც სწორედ ამიტომ ფართოდ იყო წარმოჩენილი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულება. ვოლვო ყოველთვის ფიქრობდა სამომავლო გეგმებზე და ასეა ახლაც. მისი გეგმები მარტივი არასოდეს ყოფილა, ის მუდამ მაშტაბურ მიზნებს ისახავდა და ასრულებდა.

სწორედ რომ ვოლვოსთვის დამახასიათებელ რევოლუციურ და ამბიციურ პროექტს იწყებს „ვოლვო ქარსი“, რომელიც მიზნად ისახავს 2025 წლისთვის, ერთ ავტომობილზე ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის 40%-ით შემცირებას. ეს პირველი და ძალიან მკვეთრი ნაბიჯი იქნება რომ უკვე 2040 წლისთვის, ვოლვო გახდეს კომპანია რომელიც არ მოახდენს გავლენას კლიმატურ ცვლილებებზე.

ვოლვოს გეგმები 2040 წლისთვის მოიცავს არამარტო გამონაბოლქვი ნივთიერებების შემცირებას, არამედ სრულ ელექტროფიცირებასაც. რის შედეგადაც 2025 წლისთვის, მსოფლიო გაყიდვების 50% იქნება სრულიად ელექტრო ავტომობილები, რაც თავის მხრივ 50%-ით შეამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას ერთ ავტომობილზე. აქვე გაცნობებთ, რომ ვოლვოს ელექტრო ავტომობილების შეძენა მომავალი წლიდან საქართველოშიც იქნება შესაძლებელი.

ვოლვო პირველად რამოდენიმე თვის წინ შემოვიდა საქართველოში და უკვე სარგებლობს დიდი ინტერესით ქართულ საზოგადოებაში. “ვოლვო ქარს თეგეტა” მომხარებელს სთავზობს ვოლვოს სრულ სამოდელო ასორტიმენტს, როგორც მცირე ზომის სედანის ავტომობილებს, ასევე დიდი ზომის SUV მოდელებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ბენზინის, ჰიბრიდის და ელექტრო ძრავით ე.წ მაილდ ჰიბრიდის ვერსიები.  მომხარებელს ასევე შეუძლია ისარგებლოს  თრეიდინის უსაზღვრო აქციით, რაც გულისხმობს ნებისმიერი მარკის და ასაკის ავტომობილის გაცვლის შესაძლებლობას, ვოსლვოს სასურველ მოდელში, საბაზრო ღირებულების ფასად, ხოლო სხვაობა შეუძლიათ დაფარონ თიბისი ლიზინგის სპეციალური პირობებით. თიბისი ლიზინგი საქართველოს წამყვანი სალიზინგო კომპანიაა, რომლის საბაზრო წილი 70% –ია და რომელზეც მოდის ახალი მსუბუქი ავტომობილების დაფინანსების 44 %.

ვოლვოს არტ საღამოს მხარდამჭერები იყვნენ  თიბისი ბანკი, თიბისი დაზღვევა და თიბისი ლიზინგი. თეგეტა მოტორსის და თიბისის თანამშრომლობა 20 წელზე მეტია გრძელდება და მრავალ წარმატებულ პროექტს მოიცავს. თიბისი ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას საავტომობილო ინდუსტრიის დაფინანსებაში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბანკმა ამ მიმართულებით 251 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

„მოხარულები ვართ, რომ  ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში იქნა წარმოდგენილი ვოლვო. ჩვენთვის საამაყოა, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან რომელიც არის ლიდერი საავტობომილო ინდუსტრიაში და საქართველოს ბაზარზე განაპირობებს მომსახურების ხარისხის სტანდარტს“ - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გოგა თხელიძემ.

თიბისი დაზღვევა და თეგეტა ჯგუფი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობენ და თავიანთი სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიღებას სწრაფად და მარტივად უზრუნველყოფენ. თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორის მოადგილე დათო კიღურაძე: „ჩვენი თანამშრომლობა თეგეტასთან მუდმივად განახლებადი და მზარდია. ვაზღვევთ საცალო და კორპორატიული კლიენტებისათვის ახალ ავტომობილებს, რომელსაც თეგეტას ჯგუფში შემავალი ისეთი წამყვანი კომპანიები გვთავაზობენ, როგორიცაა Porsche, Toyota, Mazda, Volvo. ასევე, ვაზღვევთ სატვირთო და სპეც ტექნიკასაც იქნება ეს Man, JCB თუ სხვა. რადგან ჩვენთვის პრიორიტეტულია მომხმარებელს საუკეთესო სერვისი შევთავაზოთ, თეგეტა ჯგუფთან ავტო სერვისის მიმართულებითაც ვმეგობრობთ, სადაც ჩვენს მიერ დაზღვეული და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილები რემონტდება. თიბისი დაზღვევისათვის ერთგული მომხმარებლის კმაყოფილება ძალიან მნშვნელოვანია, შესაბამისად, სხვა საჩუქრებთან ერთად, მათ ხშირად ვჩუქნით თეგეტას სხვადასხვა მომსახურებასა და პროდუქტს“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები