1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავტოგასამართი სადგური, რომელიც ბაქოში გამოგზაურებთ - „სოკარი“ კრეატიულ კამპანიას განაგრძობს

„სოკარის“ პირველი ავტოგასამართი სადგური საქართველოში, რომელიც რუსთავში 2008 წელს გაიხსნა, დღეს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. „სოკარის“ კრეატიული კამპანიის ფარგლებში, ეს ავტოსადგური აზერბაიჯანული ორნამენტებით მოირთო და ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქს, ბაქოს სადგურს წარმოადგენს.

რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური 9 ნოემბერს გაიხსნა. მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი აზერბაიჯანული ხალიჩების გათანამედროვებული ელემენტებია. ბოლო წლების განმავლობაში, აზერბაიჯანულ ტრადიციულ ორნამენტებსა და თარგებს თანამედროვე ხელოვანებმა ახალი სიცოცხლე და პოპულარობა შესძინეს. სწორედ ეს იყო დიზაინერების ინსპირაციაც და „სოკარის“ რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური რუსთავში გამორჩეულია. განსაკუთრებული დიზაინის გარდა, განახლებულ სადგურზე არსებულ ვეიმარტში შესაძლებელია აზერბაიჯანული ჩაის დაგემოვნება და ბაქოს თემატიკის სუვენირების შეძენაც.

„სოკარის“ ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგი კომპანიის კრეატიული კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს. კამპანია კი ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უკავშირდება. ეს ჩემპიონატი UEFA-ს ინიციატივით გლობალურად აღინიშნება და, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. კომპანია „სოკარი“ ჩაერთო ჩემპიონატის გლობალურ ღონისძიებებში და 2019 წლის 21 მარტიდან კრეატიული კამპანია დაიწყო.  

კამპანიის ფარგლებში უკვე რებრენდირებულია რამდენიმე სადგური საქართველოს მასშტაბით და ეს პროცესი 21 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 11 სადგურის დიზაინი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ ქალაქებში, რომში, ამსტერდამში, გლაზგოში, ბუდაპეშტში, კოპენჰაგენში, ბილბაოში, ბუქარესტში, მიუნხენში, დუბლინში, ბაქოსა და ლონდონში გამოგზაურებთ.  ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის პოზიციონირებისგან თავს იკავებს.

 „სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოზიციონირების ხელშეწყობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები