1 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართული ფარმაცევტული კომპანია საერთაშორისო გამოფენაზე

ფარმაცევტულმა კომპანია GM Pharma-მ საერთაშორისო ფარმაცევტულ გამოფენზე გერმანიაში საქართველო როგორც ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა წარადგინა.

2019 წლის 5-7 ნოემბერს გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გაიმართა უდიდესი საერთაშორისო ფარმაცევტული გამოფენა CPHI, რომელიც ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში.

CPHI მოვლენაა, რომელზეც თავს იყრიან ფარმაცევტული სფეროს გავლენიანი წარმომადგენლები. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2 500 კომპანია და 45 000 ვიზიტორი სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის GM Pharma, როგორც ერთადერთი ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია საქართველოდან ამ გამოფენაზე.

GM Pharma საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს მედიკამენტებს  GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში - ესპანეთი, გერმანია, შვეიცარია.

GM Pharma-ს საწარმო თბილისში წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ულტრათანამედროვე ფარმაცევტულ ქარხანას, სადაც მზადდება მედიკამენტები ევროპული და ამერიკული სტანდარტების დაცვით.

GM Pharma უკვე წლებია თანამშრომლობს ისეთ წამყვან ევროპულ და ამერიკულ კომპანიებთან, როგორიც არის Lallemand Pharma (შვეიცარია), Welt Pharma (გერმანია), Laboratorios Basi (პორტუგალია), Hoffman La Roche (შვეიცარია), US Laboratories (აშშ) და სხვა.

GM Pharma ეს არის,  ყოველწლიურად ნამკურნალევი  10 მილიონზე მეტი პაციენტი  მსოფლიოს 10 - ზე მეტ ქვეყანაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები