1 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა

ტოიოტა ცენტრმა თეგეტამ მომხმარებლებს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა, C-HR-ის ისტორია 2014 წლის პარიზის ავტოგამოფენიდან იწყება, სადაც ამ ავტომობილის პირველმა კონცეპტუალურმა მოდელმა უაღრესად დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ უკვე 2 წელიწადში ამ მოდელის სერიული წარმოება დაიწყო, თანაც ისე, რომ ქარხნული ვერსია თავდაპირველი კონცეპტისგან დიდად არ შეცვლილა. ამ მოდელით ”ტოიოტამ” ახალი სიტყვა თქვა ავტოდიზაინის სფეროში, რაზეც ავტომობილის სახელიც მიუთითებს - C-HR-ი, ანუ Coupe High Rider, რაც  ნიშნავს, რომ ავტომობილის დიზაინი შეიცავს როგორც კუპეს, ასევე ქროსოვერის ელემენტებს. მანქანის ძარის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ქროსოვერს, ხოლო სახურავით თუ ვიმსჯელებთ, ეს მოდელი ცალსახად კუპეა. გარდა ამისა, უკანა კარის ორიგინალურად განლაგებული სახელურები ისეთ შთაბეჭდილებას გიქმნით, თითქოს ამ მოდელს 2 კარი აქვს.

ავტომობილზე მუშაობისას იაპონელი დიზაინერების მთავარი ინსპირაცია იყო ბრილიანტი. სწორედ ამიტომ შეინიშნება ბრილიანტის სილუეტი როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ასევე ინტერიერში. ბრილიანტის წახნაგოვანი ფორმები ავტომობილს აგრესიულ და სპორტულ იერს აძლევს. C-HR-ის ექსტერიერის კიდევ ერთი თვალშისაცემი დეტალი მისი დახვეწილი წინა LED DRL ფარებია.

იაპონელებმა განსაკუთრებული მონდომებით იმუშავეს ავტომობილის ინტერიერზე. მაჩვენებელთა დაფა, მულტიმედიის ეკრანი და დამატებითი ღილაკები თავისი განლაგებით მძღოლისკენაა ორიენტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ყველა ზემოთ ნახსენები ფუნქცია ისე გამოიყენოთ, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული დარჩეთ ავტომობილის მართვაზე. ამას ემატება თანამედროვე სპორტული სავარძლები, რომლებიც ნებისმიერ სიჩქარეზე თქვენი კომფორტული გადაადგილების გარანტია. გარდა ინტერიერის პრაქტიკული უპირატესობებისა, C-HR-ის სალონში ნახავთ ისეთ დახვეწილ ვიზუალურ დეტალებს, როგორებიცაა ლურჯი კანტი ინსტრუმენტების პანელის მთელ გაყოლებაზე, LED-განათებები და ბრილიანტის ფორმის ჭრილები.

”ტოიოტას” მარკის ნებისმიერი ავტომობილისთვის დამახასიათებელი ღირსებებია: ქალაქის პირობებისთვის საჭირო კომპაქტურობა, თითოეული თქვენგანისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიურობა, სრული ამძრაობის უაღრესად ჭკვიანური სისტემა და ულტრათანამედროვე ტექნიკა, თუმცა ეს არასრული ჩამონათვალია იმ არგუმენტებისა, რის გამოც ახალი Toyota C-HR-ი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია თანამედროვე მომხმარებლისთვის.

ახალი C-HR-ი აერთიანებს 10 -მდე კომპლექტაციას, სამი სხვადასხვა ძრავითა და მახასიათებლებით, ასევე უამრავ ფერს, რაც გულისხმობს, რომ ეს მოდელი ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვისაა შექმნილი. თუმცა, თუ რომელიმე თქვენთაგანს ცოტათი კიდევ განსხვავებული გემოვნება აქვს, ამ კუთხითაც გამორჩეულია C-HR-ი და გვაძლევს საშუალებას შევქმნათ კონკრეტულად თქვენთვის მორგებული, ექსკლუზიური დიზაინის მოდელი, როგორებიცაა: C-HR ჩერი ან C-HR ლაიმი.

Toyota C-HR-ი წარმოდგენილია როგორც ბენზინის, ასევე ჰიბრიდული ძრავით. თუ თქვენ არჩევანს შეაჩერებთ ჰიბრიდული ძრავის Toyota C-HR-ზე, ტოიოტა ცენტრი თეგეტა გადმოგცემთ „მწვანე ბარათს“, რომლის მეშვეობითაც თქვენ გახდებით ტოიოტას „მწვანე გზის კლუბის“ წევრი, რაც გულისხმობს, რომ ყოველ გავლილ 2 000 კმ-ზე, „აჯამეთის“ ტყე-პარკში თქვენს სახელზე დაირგვება ასწლოვანი მუხა, რომელიც გადაშენების პირასაა. ასევე გადმოგეცემათ გამწვანების ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ სახლის ან ეზოს გასამწვანებლად შეარჩიოთ სასურველი მცენარე. შემოუერთდით ტოიოტა თეგეტას CSR კამპანიას და ერთად ვიზრუნოთ გარემოზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...