1 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Y9 Prime – HUAWEI-ს ახალი სამკამერიანი ბიუჯეტური სმარტფონი

კომპანია HUAWEI-ს უახლესი ბიუჯეტური სმარტფონი უკვე საქართველოშია. სამი  ძირითადი  და ერთი  წინა, Pop-up კამერის მქონე - Y9 Prime 799 ლარი ღირს და ის HUAWEI-ს პარტნიორ მაღაზიებშია ხელმისაწვდომი.  არსებული ტექნიკური მონაცემებით Y9 Prime ზოგიერთ ფლაგმანსაც კი უტოლდება.

2019 წლის HUAWEI Y9 Prime, FullView ეკრანით წარმოგვიდგენს ეკრანისა და მთლიანი მობილურის მაღალ თანაფარდობას. ამ ფონზე,  მისმა შიდა ნაწილებმა გვერდით გადაიწიეს, რათა ნამდვილი კიდეების არმქონე დიზაინი შექმნილიყო - ყველა ნაწილი დამალულია გვერდებში ან მობილურის უკანა კორპუსში. თუმცა, წინა კამერის გადაადგილება არ იყო მარტივი ამოცანა.

კამერის გადაადგილება კიდეების არმქონე დიზაინში ერთგვარი აქილევსის ქუსლი გახდა. თუმცა ამ საკითხს გავუმკლავდით. Huawei-ს წინა მოდელებში ვცადეთ გვემუშავა ლინზის გარშემო, პატარა ხვრელის გაჭრის საშუალებით. თუმცა, მხოლოდ ახლა გამოჩნდა პოპ-აპ კამერა, რომელმაც საშუალება მოგვცა მართლა კიდეების არმქონე სმარტფონი შეგვექმნა. 2019 წლის Y9 Prime Huawei-ს პირველი სმარტფონია, რომელშიც ჩაშენებულია პოპ-აპ კამერის სისტემა. მას აქვს 6.59-ინჩიანი FullView ეკრანი, ხოლო მთლიანობაში სისქე 5.5-ინჩიანი მობილური ტელეფონის ექვივალენტია. მისი გამოყენებით ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს მომავალი თქვენს ხელშია“ - ნათქვამია HUAWEI-ს  მომხმარებელთა ბიზნეს გუნდის შეფასებებში. 

ახალი მოდელის ძირითად მახასიათებლებს შორის არსებული  სრული ხედვის ეკრანი, მომხმარებლებს მაქსიმალურ გამოსახულებას სთავაზობს.  ადრე კიდეებისარმქონე დიზაინის შექმნის პროცესში,  კამერას ადგილი ეკრანის ხარჯზე ეთმობოდა.  HUAWEI Y9 Prime 2019 არ იყენებს წინა, ხარვეზიან დიზაინებს, როგორიც იყო notch და waterdrop. მისი პრიორიტეტი ეკრანია და ამიტომაც, როგორც აღვნიშნეთ ის იყენებს უახლეს, მექანიკურ პოპ-აპ კამერის სისტემას. HUAWEI Y9 Prime 2019 აღჭურვილია ბრტყელი ეკრანით, რომლის თანაფარდობაც შეადგენს 19.5:9-ს. ის გვაძლევს უფრო ფართო ხედვის შესაძლებლობას  - არ აქვს მნიშვნელობა ვიდეოს უყურებთ თუ ფოტოს. ამასთან პოპ-აპ კამერა წარმოადგენს ერთგავრ ხელოვნების ნიმუშს ტექნოლოგიებში. მექანიკური პოპ-აპ კამერა კიდეების არმქონე დიზაინის შექმნის ძირითადი ნაწილია. როდესაც HUAWEI Y9 Prime-ზე არ იყენებთ წინა კამერას, იგი არ ჩანს, რაც მთლიანი ეკრანის სივრცის ათვისებაში გვეხმარება. როდესაც სელფის ფუნქციას ჩავრთავთ, კამერა ავტომატურად ირთვება და ამოდის სმარტფონის კორპუსიდან; როდესაც ფუნქცია გამორთულია, კამერა ავტომატურად იკეცება და ჩადის ისევ სმარტფონის კორპუსში. 

სხვადასხვაგვარმა ტესტირებამ აჩვენა, რომ პოპ-აპ კამერის სისტემა შეიძლება ჩაირთოს და გამოირთოს 100,000-ჯერ ყოველგავრი დაბრკოლების გარეშე,  სიმაღლეზე ასვლისას, კამერა  უძლებს 15 კგ-მდე გარე წნევას. Y9 Prime 2019 აღჭურვილია ჭკვიანი დავარდნის სისტემით, რომელიც წინასწარ ხვდება ტელეფონის დავარდნის მოსალოდნელ საფრთხეს, რთვას  ლინზას რაც შეიძლება სწრაფად, და  იცავს წინა კამერას დაზიანებისგან. 

Huawei სმარტფონების მწარმოებელი პირველი  კომპანიაა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი, მობილურ ფოტოგრაფიაში, საუკეთესოდ გამოიყენება. HUAWEI Y9 Prime 2019 აღჭურვილია  სამკამერიანი სისტემით : 16 M, 8 MP და 2 MP-იანი ლინზებით. ხელოვნურ ინტელექტზე დაყრდნობით, HUAWEI Y9 Prime-ს შეუძლია ამოიცნოს სხვადასხვა სცენარი, დაარეგულიროს ფონური განათება და უზრუნველყოს საუკეთესო გამოსახულება ბუნებრივი სილამაზის ალგორითმის საშუალებით.  ხელოვნური ინტელექტის მქონე კამერათა სისტემა, ფაქტობრივად შენი ფოტო-სტუდიაა.

და რაც ყველაზე მნშვნელოვანია სმარტფონების შეფასებისას  - მაღალი სიმძლავრის ელემენტი ხანგრძლივი მოხმარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პოპ-აპ კამერას დიდი შიდა მეხსიერება უკავია, HUAWEI Y9 Prime-ში არ შემცირებულა ელემენტის სიმძლავრე. 4000 mAh-იანი მაღალი სიმძლავრის ელემენტი, მომხმარებელს სმარტფონის ხანგრძლივად გამოყენების საშუალებას აძლევს.

ოფიციალურ ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით, Y9 Prime-ის ელემენტი ძლებს  52 საათი საუბრის რეჟიმში, 65 საათი აუდიო მასალის მოსმენის რეჟიმში, 14 საათი ინტერნეტის უწყვეტი გამოყენების დროს, 9 საათი ვიდეოს ყურების ან უწყვეტი თამაშის დროს.

აღნიშნული მოდელის უკანა პანელი სამ ნაწილად არის დაყოფილი. პირველი მესამედი მოიცავს კამერასა და თითის ანაბეჭდის სკანერს, ხოლო დანარჩენი 2/3 იგივე ფერის განსხვავებულ ელფერშია გადაწყვეტილი. უკანა კორპუსი დამზადებულია 3D კომპოზიციური მასალისგან (3D PC/PMMA) და ხელმისაწვდომია 3 ფერში: შუაღამის შავი, საფირონის ლურჯი და ზურმუხტის მწვანე. და რაც მნიშვნელოვანია, მისი მასალა უფრო გამძლე და მდგრადია, ვიდრე სხვა შუშის მოდელების.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები