1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართველმა ფერმერებმა მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენა- Sommet DE L’avage- ში მიიღეს მონაწილეობა

31 ოქტომბერი, 2019- საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველი ფერმერები საფრანგეთში გამართულ, მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენას- Sommet DE L’avage-ს დაესწრნენ. ღონისძიება არის ძალიან კარგი შესაძლებლობა,  რათა ფერმერებმა მიიღონ ინფორმაცია აგროსფეროში არსებულ მიღწევებზე, მეცხოველეობის, საქონლის საკვები პროდუქტების, ასევე ტექნოლოგიებისა და კვლევების მიმართულებით. მსგავს გამოფენებზე ქართველი ფერმერების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების დასამყარებლად, პოტენციური პარტნიორების მოსაძიებლად. ასევე, ინვესტიციების მოსაზიდად. ღონისძიების ფარგლებში ქართველ ფერმერებს ჰქონდათ პირისპირ შეხვედრები უცხოელ კოლეგებთან, დარგის საერთაშორისო სპეციალისტებთან, რომლებმაც მათ საკუთარი გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები გაუზიარეს თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოში მეცხოველეობის დარგის განვითარება.

„საქართველოს ბანკის მიზანია მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს, მეცხოველეობის მიმართულების შემდგომ განვითარებაში, სტანდარტების დანერგვასა და ხარისხის ზრდაში. ისეთ საერთაშორისო დონის გამოფენაში მონაწილეობის მიღება როგორიცაა Sommet DE L’avage ქართველ ფერმერებს აძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას, მიიღონ საჭირო ინფორმაცია თუ როგორ გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუანარიანები და როგორ გაზარდონ პროდუქტიულობა, არამხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არამხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. 

Sommet DE L’avage არის მეცხოველეობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული ხდება. გამოფენა გამორჩეულია იმით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რთულ აგროკლიმატურ ზონებში რძისა და რძის პროდუქტების წარმოებას. მეცხოველეობისა და გენეტიკის სფეროში წარმოადგენს  ფრანგულ ნოუ-ჰაუს. წლევანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 2 000- მდე მსხვილფეხა ცხოველი, 180 000 მ2 ფართობზე მოწყობილი იყო განსაკუთრებული ჯიშების გამოფენა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 85-ზე მეტი ქვეყნიდან 95 000-მა ვიზიტორმა. განხორციელდა 35 ვიზიტი ფერმაში და აგრო ინდუსტრიულ ობიექტებში. გაიმართა 40-ზე მეტი კონფერენცია. წარმოდგენილი იყო 35 ქვეყნიდან 1500-მდე კომპანია. მათ შორის 300 მსხვილი საერთაშორისო  კომპანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები