1 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Bavaria და „ქართული ლუდის კომპანია” ურთიერთობის გაღრმავების ახალ ეტაპზე გადადიან

ქართული ლუდის კომპანიადა ლუდის 3 საუკუნოვანი ბრენდი Bavaria ნაყოფიერი თანამშრომლობის 4 წლიან ისტორიას აჯამებენ.

10 წლის განმავლობაში საქართველოსა და რეგიონში Bavaria- ექსკლუზიური ლიცენზიატი სსქართული ლუდის კომპანიაა“, რომელიც Bavaria- 2016 წლიდან აწარმოებს.

სვინკელსების სამეფო ოჯახი, რომელიც გლობალურ ბრენდ Bavaria-ს წარმოადგენს, სამომავლო გეგმების და ბიზნესურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად საქართველოს, კერძოდ კი სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ზედაზენის საწარმოს სტუმრობს.

„ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ ჩამოსხმული Bavaria მალე რეგიონის ფარგლებს გარეთ გავა და ახალ ბაზრებს დაიპყრობს.

„მათი სტუმრობა არის კიდევ ერთი დასტური კომპანიებს შორის ჩამოყალიბებული მყარი პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გამყარების. შეხვედრა მეტად საქმიანი იყო, სადაც ბრენდთან მიმართებაში სამომავლო გეგმები განვიხილეთ, რადგან შიდა ბაზრების გარდა, დაგეგმილია ბრენდის ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც.

საქართველო დღეს წარმოადგენს რეგიონალურ ჰაბს, მისი გეოგრაფიული ლოკაცია ყველა გლობალური ბრენდისთვის საინტერესოა. ზედაზენის საწარმო საშუალებები, ევროპული ტექნოლოგია და სტანდარტები უზრუნველყოფს გლობალური ბრენდების მოთხოვნის შესაბამისი ხარისხის მიწოდებას, რის გამოც ჩვენი კომპანია საინტერესოა ისეთი გიგანტი ბრენდისთვის როგორც არის Bavaria.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ახალი ბაზრის ათვისება. ჩვენი პარტნიორების სტუმრობის მიზეზიც სწორედ ეს არის, უპირველეს ყოვლისა მათი დასტური ჩვენი პარტნიორული ურთიერთობების 2026 წლამდე გახანგრძლივებაზე და მეორეც, ბრენდის სამომავლო გეგმების გაფართოების პერსპექტივების განხილვა ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე“, - აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“    დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე.

საქართველოსა და რეგიონში  ბიზნესპარტნიორთან ურთიერთობით და ლუდის  გაყიდვებით კმაყოფილნი არიან სვინკელსების სამეფო ოჯახში.  სვინკელსების სამეფო საოჯახო ლუდსახარშის გენერალური დირექტორი პიტერ სვინკელსი აცხადებს, რომ „ქართულ ლუდის კომპანიასთან“ თანამშრომლობით Bavaria საქართველოს ბაზრის ლიდერია.

„ოჯახისათვის მნიშვნელოვანია რეგიონში ისეთი პარტნიორის ყოლა როგორიც არის „ზედაზენი“, რადგან სწორედ ამ კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად გლობალური ბრენდი Bavaria, ლიცენზირებულ ბრენდებს შორის, საქართველოს ბაზრის უპირობო ლიდერია და ასევე წარმოდგენილია მეზობელ ქვეყნებში. დღეს ჩვენი ვიზიტის მიზანია ბრენდის გაფართოების და სამომავლო გეგმების განხილვა“, -აღნიშნა პიტერ სვინკელსმა.

2019 წელს გლობალური ბრენდი Bavaria 300 წლის გახდა, რის გამოც ბრენდმა არაერთი აქტივობა და პრომო აქცია დაგეგმა. სწორედ ასეთი აქტივობების გამარჯვებულები, „ზედაზენის“ დახმარებით, სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, Bavaria-ს გლობალურ დაბადების დღეს ამსტერდამში დაესწრნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...