1 1 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„იცი 100% – ქომაგობ 100%“! – „ნატახტარმა“ რაგბის ქომაგების წახალისების მიზნით მორიგი კამპანია დაიწყო

„ნატახტარი“  უკვე ათი წელია ხელს უწყობს ქართული რაგბის პოპულარიზაციას და სწორედ ქომაგების წახალისებისა და ქომაგობის კულტურის ხელშეწყობის მიზნით, მორიგ კამპანიას იწყებს:იცი 100% – ქომაგობ 100%!“

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ლუდი „ნატახტარის“ ახალი და განსაკუთრებული შეფუთვა, სპეციალურად კამპანიისთვის შექმნილი ლოგოთი და ილუსტრაციებით, რომლებიც მომხმარებლებს რაგბის წესებს ასწავლიან. ასევე,  შეიქმნა რამდენიმე სახალისო ვიდეორგოლი, რომელშიც მთავარი გმირი მამუკა გორგოძეა. ქართული რაგბის ლეგენდა რაგბის წესებს ყველასთვის გასაგები მაგალითებით ხსნის. თუ არ იცით, აუცილებლად გაიგეთ რას ნიშნავს თამაშში “შერკინება“, „ბოჭვა“, „მოლი“ და „აუტი“, რაც თამაშის ყურებისას 100% თავდაჯერებულობასა და 100% სიამოვნებას გმატებთ.

“კომპანია „ნატახტარი“ მრავალი წელია გვერდში უდგას ქართულ რაგბს. წელს განსაკუთრებულად გვინდოდა აღგვენიშნა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ბორჯღალოსნების გამგზავრება და ჩვენი მომხმარებლებისთვის საგანმანათლებლო ხასიათის კამპანია დავგეგმეთ.
მამუკა გორგოძე დაგვეხმარა, რომ ქომაგებისთვის საინტერესო გზით მიგვეწოდებინა ის საბაზისო რაგბის წესები, რომლებიც დაეხმარებოდა მათ უფრო თამამად ეგულშემატკივრათ საქართველოს ნაკრებისთვის, რა თქმა უნდა, საყვარელი 100%-ით რაგბის ლუდის თანხლებით.


წესების ასახსნელად, ლუდის შეფუთვა, სატელევიზიო რგოლები, მაღაზიებში განთავსებული სარეკლამო მასალები გამოვიყენეთ.


ძალიან მიხარია, რომ ამ კამპანიამ  დადებითად ჩაიარა და მომხმარებლები ძალიან მადლიერები არიან, რომ მეტი ცოდნა მიიღეს და თანაც კარგ ხასიათზე დადგნენ.

მადლობა მინდა გადავუხადო სააგენტო „სააჩი და სააჩის“ გუნდს, რომელმაც კამპანიაზე იმუშავა,  რადგან ჩვენც ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგებით და იმ დადებითი მუხტით, რომელიც ამ კამპანიამ შემოიტანა,”- განმარტავს „ნატახტარის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი, ანა ქარჩავა.

მნიშვნელოვანია, რომ კამპანია დადებითი მუხტის მატარებელია. სურვილს გიასმაგებთ, მოიმარაგოთ ბევრი „ნატახტარი“, გაეცნოთ თამაშის წესებს და უგულშემატკივროთ ბორჯღალოსნებს:

შერკინება - იცი 100% - ქომაგობ 100%

https://www.youtube.com/watch?v=P1cINrJblVQ

ბოჭვა - იცი 100% - ქომაგობ 100%

https://www.youtube.com/watch?v=uGvPUuD-xNc

მოლი - იცი 100% - ქომაგობ 100%

https://www.youtube.com/watch?v=7lLk8uN8Sp0

აუტი - იცი 100% - ქომაგობ 100%

https://www.youtube.com/watch?v=oI4sTObjGHc

კამპანიაზე სააგენტო Saatchi&Saatchi Tbilisi- იმუშავა და რაგბის წესები ყოველდღიურ ცხოვრებაში გააცოცხლეს. ვიდეორგოლების უშუალო პროდაქშენზე Funky Productions Studio-მ იზრუნა, რეჟისორ ვლადიმერ ვაულინთან ერთად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები