1 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკის ორგანიზებით მეცხოველეობის თემაზე კონფერენცია გაიმართა

28 ოქტომბერი, 2019 - საქართველოს ბანკის ორგანიზებით მსხვილფეხა საქონლის ფერმის  მართვის  თემაზე კონფერენცია და  პანელური დისკუსია გაიმართა. განსახილველი საკითხები შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა: საქართველოში რძის წარმოების სამომავლო პერსპექტივები, რძის თანამედროვე ფერმების პროექტირება და სტანდარტიზაცია; ცხოველთა კვების საკითხები, მერძეული მიმართულების განვითარება და ა.შ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა; საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარენ, ნინო ზამბახიძემ; Land O’Lakes Venture 37-ის; IFAD -ის პროექტი DiMMA-ს; Nutrimax-ისა და Invet-ის ხელმძღვანელმა პირებმა, მეცხოველეობის დარგის უცხოელმა ექსპერტებმა. 

პანელური დისკუსიის გამართვის მიზანს წარმოადგენდა იმ პრობლემური საკითხების განხილვა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში  რძისა და ხორცის სექტორებში კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, ასევე, ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებისთვის. მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ ფერმერებს გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება. კომპანიებმა, რომლებიც მეცხოველეობისა და მერძევეობის ხელშეწყობის პროექტებს ახორციელებენ, ფერმერებს მიაწოდეს ინფორმაცია არსებული  ფინანსური შესაძლებლობების შესახებ. 

„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი გამოთქვამს მზადყოფნას გაუწიოს მხარდაჭერა ფერმერებს, როგორც დაფინანსების, ასევე განათლების ხელშეწყობის კუთხით. ამ მიზნით ვფიქრობთ, აქტიურად ვითანამშრომლოთ  საქართველოში აგრარული და ვეტერინარული მიმართულებით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებთან. ასევე,  საკრედიტო პროდუქტების კუთხით სამომავლოდ მეცხოველეობის დაფინანსებაში ბანკი შეიმუშავებს და ყურადღებას გაამახვილებს ღირებულებათა ჯაჭვის დაფინანსებაზე, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს ფერმერებს, გახდნენ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები და პროდუქტიულები“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები