1 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი და კავკასიის უნივერსიტეტი სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ

25 ოქტომბერს, 2019- საქართველოს ბანკსა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა დაიწყო. შესაბამის მემორანდუმს ხელი მხარეებს შორის გუშინ მოეწერა. აღნიშნულის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოს ბანკის უნივერსიტეტს იერთებს. ამის შედეგად, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის 183 სტუდენტი სწავლას კავკასიის უნივერსიტეტში გააგრძელებს. ამასთან, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტები შეინარჩუნებენ ყველა იმ ბენეფიტს, რომლითაც ისინი BOG UNI-ში სწავლისას სარგებლობდნენ. 

მხარეებს შორის შერწყმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ემსახურება მიზანს, ორი წამყვანი უნივერსიტეტის საერთო რესურსების, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გაერთიანებით კიდევ უფრო მეტ სტუდენტს  მისცეს შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი განათლება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. კავკასიის უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს ევროპის, ამერიკისა და აზიის უნივერსიტეტებთან. შესაბამისად, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და გაემგზავრონ საზღვარგარეთ. ამავდროულად, კავკასიის უნივერსიტეტში განათლებას იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რაც ქართველი სტუდენტებისთვის უცხოური განათლებისა და  გამოცდილების გაზიარების კარგი შესაძლებლობაა. 

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს არამარტო საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის შეერთებას კავკასიის უნივერსიტეტთან, არამედ საქართველოს ბანკისა და კავკასიის უნივერსიტეტის მომავალ თანამშრომლობას. 

“კავკასიის უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემაა. უკვე წლებია, მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ უნივერსიტეტს ჰქონდეს მაღალი ნდობა და იყოს საუკეთესო - არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენი კურსდამთავრებულები თავიანთი პროფესიონალიზმით არიან მაგალითი ადამიანებისა, ვისაც არამხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება აქვთ. ჩვენთვის საინტერესო გამოწვევაა, დავამყაროთ სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან და აღნიშნულის ფარგლებში, მივცეთ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტებს ისეთივე მაღალი დონის განათლება, რასაც ჩვენს სტუდენტებს ვთავაზობთ.” - აცხადებს კავკასიის უნივერსიტეტისა და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი კახა შენგელია. 

„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის, მნიშვნელოვან და უცვლელ პრიორიტეტად რჩება.  ამის დასტურია დღევანდელი მემორანდუმიც. სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით ჩვენ განათლების სფეროს მხარდაჭერის თვისობრივად სხვა საფეხურზე გადავდივართ. საქართველოს ბანკი ხდება კავკასიის უნივერსიტეტის რჩეული ფინანსური ინსტიტუტი და პარტნიორი უნივერსიტეტის საკმაოდ ამბიციური გეგმების შესრულების გზაზე. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ უფრო მეტ სტუდენტს შესთავაზოს მაღალი ხარისხის განათლება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამავდროულად, საქართველოს ბანკის და კავკასიის უნივერსიტეტის შერწმა საშუალებას აძლევს ორივე უნივერსიტეტის სტუდენტს უფრო მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს უნივერსიტეტებში დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების გაზიარების ხარჯზე ”,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან ყულიჯანიშვილმა. 

კავკასიის უნივერსიტეტი აერთიანებს 11 სკოლას. ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის,  ეკონომიკის, განათლების და სადოქტორო სკოლებს. უნივერსიტეტს აქვს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კურსდამთავრებულებს მიანიჭოს დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, ბაკალავრის, მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხები. უნივერსიტეტში მოქმედებს მრავალფეროვანი ტრენინგ და სასერტიფიკატო პროგრამები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...