1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხვალ თბილისის სააპელაციო სასამართლო „ღვინის ქარხანა #1“-ის სასამართლო დავას განიხილავს

ხვალ, 24 ოქტომბერს, 15:30 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს „ღვინის ქარხანა #1“-ის  სასამართლო დავას. სასამართლო პროცესს დაესწრებიან საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს, საქართველოს ბიზნესომბუცმენისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სპეციალისტები, წარმომადგენლები, დამოუკიდებელი გამომძიებელი ჟურნალისტები. 

სასამართლოს წინ, პროცესის დაწყებამდე კომპანიის იურისტი არჩილ თაბაგარი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ  “ღვინის ქარხანა #1-ისსაქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა.თბილისში, პეტრიაშვილის . #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს. 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების შპს არტ ღვინოს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე სააქციო საზოგადოება სავანე ღვინის #1 ქარხანა. მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო. „ღვინის ქარხანა #1-ის მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები