1 1 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მაზდას იპონური საღამო

იაპონური პრემიუმ ბრენდის მაზდას ოფიციალურმა წარმომადგენლობამ საქართველში, მაზდა ცენტრი თეგეტამ, თბილისში არსებულ შოურუმში მომხმარებელთათვის იაპონური საღამო გამართა. სტუმრებმა მაზდას შოურუმის ნაცვლად იაპონიის ქუჩებში იმოგზაურეს, სადაც ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი და საჩუქარი დახვდათ.

პირველი თვალშისაცემი შოურუმის ინტერიერი იყო, რომელიც იაპონური ქუჩის სტილში იყო წარმოდგენილი თავისი ყველა დეტალით, მათ შორის ადგილზე მომზადებული სუშით. საღამო კიდევ უფრო შთამბეჭდავი თეა დარჩიას იაპონურმა პერფორმანსმა გახადა, რომელიც უშუალოდ მაზდას საღამოსთვის შეიქმნა და ყველა სტუმრი გააოცა.

სტუმრებს შორის იმყოფებოდა იაპონიის ელჩი საქართველში ტადაჰარუ უეჰარა, რომელმაც სიტყვით მიმართა შეკრებულ საზოგადოებას საქართველოს და იაპონიის უერთიერთობების შესახებ.

მაზდას ბრენდი გამოირჩევა ელეგანტური და დახვეწილი დიზაინით, რომლის შესაბამისი საღამოც შექმნა კომპანიამ.

აღსანიშნავია, რომ ბრენდის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს SkyActive-ის ძრავა წარმოადგენს, რომლის მეშვეობით მაზდამ შეძლო ჰიბრიდული ძრავის გარეშე გაეწია კონკურენცია ბაზარზე არსებული ჰიბრიდული ავტომობილებისთვის. SkyActive ნიშნავს ავტომობილი იყოს ერთდროულად ეკონომიური და მძლავრი, ის ამავდროულად გაძლევთ საშუალებას იზრუნოთ გარემოზე, იყოთ თანამედროვე და მართოთ ავტომობილი კომფორტულად. მაზდას ინოვაციურმა ძრავამ დიდი გამოხმაურება და დაინტერესება გამოიჩინა მისულ სტუმრებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები