1 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ღვინის ქარხანა # 1-მა “საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მასმედიისა და ბიზნესის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ღვინის ქარხანა # 1-მა“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, მასმედიისა და ბიზნესის  წარმომადგნლებს უმასპინძლა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების მიზანს სტუმრებითვის  ღვინის ქარხანა #1-ის, როგორც თბილისის ერთ-ერთი       უნიკალური კულტურული ძეგლის ისტორიის გაცნობა წარმოადგნენდა.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური დირექტორის, ზვიად ჭუმბურიძის თქმით, “ღვინის ქარხანა #1“  ბიზნეს საბჭოს მეასე წევრი გახდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღეს, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, ამ უნიკალურ „ღვინის ქარხანა#1-ში“, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა, მოვიწვიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები,  ევროკავშირ- საქართველოზ ბიზნესას საბჭოს წევრი კომპანიები და ჟურნალისტები. პირველ რიგში, მინდა გითხრათ რომ ეს არის ბიზნეს საბჭოსთვის განსაკუთრებული დღე, ვინაიდან, „ღვინის ქარხანა #1“ გახდა  ბიზნეს საბჭოს მეასე წევრი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია“.

ამავე  დღეს, დიპლომატიურ კორპუსს, ღვინის ქარხნის დამფუძნებლებმა  ისტორიული ქარხნის შესახებ მოთხრეს და დაათვალიერეს. ამათან,  საუბარი ზოგადად ბიზნესის განვითრებასა და ზოგადად, ქართულ ბიზნეს კლიმატსაც შეეხო.

„მსგავსი შეხვედრები მომგებიანია უცხოელი დიპლომატებისთვის. ისინი პირველწყაროსგან შეიტყობენ ინფორმაციას, თუ როგორ ვითარდება ბიზნესი საქართველოში. ასევე, იმ ბიზნესმენებისთვის ვისაც აინტერესებს  უცხოელი პარტნიორები. რა თქმა უნდა, დიპლომატიური კორპუსი ერთ-ერთი მხარდამჭერია ბიზნესის განვითარებისთვის“,- განაცხადა  ჭუმბურიძემ.

ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა „ღვინის ქარხანა #1-ის“ ადვოკატმა არჩილ თაბაგარმა. მისი თქმით, შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გარშემოც არის შექმნილი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პლათფორმა, - თავისუფლების ქარხანა.

„როგორც ცნობილია დღეს ღვინის ქარხანაში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის და საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგნელბი, ასევე საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენი. შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია იმ ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გარშემოც არის შექმნილი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი პლათფორმა, - თავისუფლების ქარხანა. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს თავმჯდომარემ თავის გამოსვლისას დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ აცნობა იმ სასამართლო დავის შესახებ, რომელიც უკვე წლებია მიმდინარეობს ღვინის ქარხნის წინააღმდეგ. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო დეტალურად არის ინფორმირებული მოცემული სასამართლო საქმის თაობაზე და განსაკუთრებული ინტერესით ადენებს თვალს ღვინის ქარხნის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს! შესაბამისად 24 ოქტომბერს როდესაც ღვინის ქარხნის საქმეზე გაიმართება სასამართლო სხდომა, განმხილველი პალატა მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, კერძოდ უარს ეტყვის მოდავე მხარეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რითიც იმავდროულად დაიცავს ქყვეყნის საინვესტიციო იმიჯს,“ - აღნიშნა  არჩილ თაბაგარმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე (პეტრიაშვილის ქ. #1) საინიციატივო ჯგუფმა „თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაცია  წარმოადგინა. კერძოდ, თბილისში, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე შეიქმნება სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის მსურველთათვის.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები