1 1 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ღვინის ფესტივალზე გურჯაანსა და ლაგუარდიას მუნიციპალიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

12 ოქტომბერს, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე, გურჯაანსა და ესპანეთის ლაგუარდიას მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ღვინის, მევენახეობის და ღვინის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს.მემორანდუმს ხელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და ლაგუარდიას მუნიციპალიტეტის მერმა ლუსიო კასტანიედამ მოაწერეს. ხელმოწერის შემდეგ მათ ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

„ჩვენთვის როგორც მეღვინეობის მუნიციპალიტეტისთვის მემორანდუმის გაფორმება ესპანეთის ლაგუარდასთან, რომელიც ასევე მეღვინეობის ქალაქია, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ საერთო სამომავლო გეგმებზე და ნაბიჯებზე. დარწმუნებული ვარ ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერი იქნება, რომლის შედეგებასაც ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ“, – აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 12 ოქტომბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე გაფორმდა გურჯაანსა და სლოვაკეთის პოვაჟსკა ბისტრიცას მუნიციპალიტეტებს შორის.გურჯაანის ღვინის ფესტივალს 6 ქვეყნის დელეგაცია სტუმრობდა დამეგობრებული ქალაქებიდან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები