1 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

10 000 -ზე მეტი სტუმარი და 250 ზე მეტი მონაწილე საქართველოს ყველა კუთხიდან - ერთ სივრცეში ჩატეული კახური შემოდგომა

გურჯაანის ღვინის ფესტივალი2019  - სახალხო დღესასწაული მეღვინეობის ქალაქში

12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გურჯაანში, ახტალის პარკი,  ღვინის ფესტივალი გაიმართება.  მეღვინეობის ქალაქი ფესტივალს წელს მესამედ უმასპინძლებს და მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები. ფესტივალი სტუმრებს ამ ყველაფერთან ერთად  ღვინოსთან შეხამებულ ტრადიციულ კერძებსაც დაახვედრებს.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019-ის მიზანს ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების პოპულარიზაცია წარმოადგენს. წელს, ფესტივალს სტუმრად 10000-ზე მეტი შიდა თუ საერთაშორისო ტურისტი ეყოლება. წელს, ფესტივალი ჩაერთო კამპანიაშიც #Spend4SeasonsInGeorgia. გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ფაქტიურად უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გახდეს. წლევანდელ ღვინის ფესტივალზე, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იქნება, 10 ათასზე მეტ სტუმარს ელიან მთელი საქართველოდან და მეგობარი ქვეყნებიდან.

ფესტივალი, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, სტუმრებს საინტერესო პროგრამას სთავაზობს. 250-ზე მეტი მეღვინისა და მეწარმის მიერ წარმოებული ღვინო და ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. 40-ზე მეტი მეღვინეობის, საგამოფენო, გასართობი, რეკრეაციული, საბავშვო, ახალგაზრდული, სარესტორნო, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, სამუზეუმო, სამეწარმეო და სოფლის ნომათის კუთხეები, სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები უმაპინძლებს მოსულ სტუმარს. მსიკალურ გარემოზე 20-ზე მეტი ადგილობრივი და მოწვეული მუსიკალური ჯგუფი იზრუნებს. მათ შორის, თბილისის ბიგ-ბენდი, ქართული ხმები, ანსამბლი გურჯაანი, ხარება, გუფი ლენდი, ლაუდსპიკერსი დაშ.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა,რომელიც მეღვინეობის მიმართულებით რეგიონებში იმართება. წელს ყველაზე მეტი მეღვინეა დარეგისტრირებული, რომელსაც შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს და  საკუთარი ნაწარმი წარმოადგინოს და გააცნოს ფართო საზოგადოებას. ესენი არიან, როგორც მცირე მარნების წარმომადგენლები, ასევე მსხვილი მეწარმეებიც. ფესტივალი ეს არის ერთ-ერთი საინტერესო პლატფორმა, სადაც მოსულ სტუმარს შეუძლია გაეცნოს როგორც ცნობილ ღვინოებს, ასევე დააგემოვნოს დამწყები მეღვინეების პროდუქცია. ღვინის წარმოების ყველას თავისი ტრადიცია აქვს. მოსული სტუმარი დააგემოვნებს არამხოლოდ კახურ ღვინოს, არამედ აქ იქნება წარმოდგენილი ღვინო ცაგერიდან, რაჭიდან, ბაღდათიდან, შიდა ქართლიდან და ა.შ. პროცეში ასევე ჩაერთო კერძო სექტორიც. „საქართველოს ბანკმა“ მნიშვნელოვანი პრიზი დააწესა იღბლიანი მეღვინესთვის - გათამაშების გზით, გამარჯვებული მეღვინე გაემგზავრება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღვინის  კონფერენციაზე და 4 დღს განმავლობაში გაეცნობა უახლოეს ტექნოლოგიებს,“ - ფესტივალის მნიშვნელობაზე საუბრობს გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი. მისივე თქმით, გურჯაანის უკვე ნელ-ნელა  ყალიბდება თავსი ტრადიციაებითა და შესაძლებლობებით მეღვინეობის ქალაქად.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019-ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ:

o    დააგემოვნონ საუკეთესო კახური და ევროპული ღვინო და შეიძინონ ისინი ხელმისაწვდომ ფასად;

o    მონაწილეობა მიიღონ ხელთნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში;

o    დაათვალიერონ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები;

o    მოისმინონ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი და სხვა ქართული პოლიფონიური სიმღერები, ასევე დაუკრავს ბენდი LoudSpeakers-ი და Goofy Land-ი;

o    მონაწილეობა მიიღონ სახალისო შეჯიბრებებში, ყურძნის დაწურვასა და თათარაობაში;

o    მონაწილეობა მიიღონ თეატრალიზებულ მსვლელობაში;

ფესტივალი, თბილისის ბიგ-ბენდის შესრულებით დასრულდება.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019,  ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით. გურჯაანის ღვინის ფესტივალის გენერალური სპონსორია სს “m² უძრავი ქონება“ , სპონსორისაქართველოს ბანკი ბიზნესი“ .  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...