1 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ღვინის ფესტივალზე გურჯაანელებმა სტუმრები ფეისბუქის მეშვეობითაც მოიწვიეს

გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.


სოციალურ ქსელში ერთდროულად რამდენიმე ასეული ცოცხალი ვიდეოჩართვა განხორციელდა, რომელშიც გურჯაანის მერიის, კერძო და საჯარო დაწესებულებებისა და სკოლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 

მათ შორის იყო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი. ჩემი პირადი გვერდიდან იშვიათად ვაკეთებ ასეთ რამეს, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად მინდა რომ დაგპატიჟოთ ღვინის ფესტივალზე. ყველა ჩემს მეგობარს, ახლობელს, ნაცნობს, გელოდებით 12 ოქტომბერს, გურჯაანის ღვინის ფესტივალზე. ერთად დავაგემოვნოთ საუკეთესო ქართული ღვინო“, - ასე მიმართა არჩილ ხანდამაშვილმა საზოგადოებას.

სამუშაო ადგილებიდან, სახლიდან, ტრანსპორტიდან, ქუჩიდან - სხვადასხვა ასაკის გურჯაანელებმა ერთსადაიმავე დროს მიმართეს საზოგადოებას და გურჯაანის ღვინის ფესტივალზე მოიწვიეს.
ამასთან ერთად, თითქმის ერთი თვეა, სოციალურ ქსელში მიმდინარეობს ვიდეოკამპანია, სადაც ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ადამიანები ამავე შინაარსის ვიდეო მიმართვებს ავრცელებენ და საზოგადოებას გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ეპატიჟებიან.

შეგახსენებთ, გურჯაანის ღვინის ფესტივალი უკვე მესამე წელია იმართება, წელს ყველაზე მასშტაბური იქნება და 200-ზე მეტი მონაწილე ეყოლება

გურჯაანის ღვინის ფესტივალის გენერალური სპონსორია სს „m² უძრავი ქონება“ , სპონსორისაქართველოს ბანკი ბიზნესი. ფესტივალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუდმივი მხარდაჭერით იმართება. წელს, ფესტივალი ჩაერთო კამპანიაშიც #Spend4SeasonsInGeorgia.

https://www.facebook.com/Achiko75/videos/2687157227963969/?epa=SEARCH_BOX

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...