1 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ელისო კილაძე: იმედია ჩხარტიშვილი ვერ მოახერხებს სასამართლო კოლეგიაზე ზეგავლენას და „ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმე დასრულდება

„უზენაეს  სასამართლოში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, რომელიც თავდაყირა აყენებს არამხოლოდ ერთი კონკრეტული სასამართლო დავის საქმეს, არამედ მთლიანად ცვლის სამართლებრივ პრაქტიკას კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით“, -ამის შესახებ, ქრონიკა+-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ „ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე საუბრისას განაცხადა.შეგახსენებთ: “ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო.

 ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა.
 თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს. 2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების – შპს “არტ ღვინოს” – მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა.

 მოსარჩელე – სააქციო საზოგადოება “სავანე ღვინის #1 ქარხანა”. მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო. „ღვინის ქარხანა #1-ის“ მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.

ელისო კილაძის თქმით, უზენაეს  სასამართლოში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, რომელიც თავდაყირა აყენებს არამხოლოდ ერთი კონკრეტული სასამართლო დავის საქმეს, არამედ მთლიანად ცვლის სამართლებრივ პრაქტიკას კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით.„აღნიშნული სასამართლო დავა 5 წელზე მეტია მიმდინარეობს. 5 წელია „ქრონიკა+“ ჩართულია ამ საქმეში. 

პირადად ჩემს მიერ  60-ზე მეტი საგაზეთო სტატია მომზადდა.პირველი ორი ინსტანციის სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად კანონიერი გადაწყვეტილება, როდესაც მოსარჩელის სარჩელი არ დააკმაყოფილა. უზენაეს  სასამართლოში მოხდა უპრეცედენტო ფაქტი, რომელიც თავდაყირა აყენებს არამხოლოდ ერთი კონკრეტული სასამართლო დავის საქმეს, არამედ მთლიანად ცვლის სამართლებრივ პრაქტიკას კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით. 

იმიტომ რომ, მოგეხსნებათ  აღნიშნული ობიექტი კერძო პირისგან არ შეუძენიათ მის კანონიერ მფლობელებს. შეიძინეს 2 მსხვილი ბანკის-„თიბისი ბანკის“ და ‘საქართველოს ბანკის“ მეშვეობით. შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უკანანო, როდესაც მან საქმე განხილვაში დააბრუნა სააპელაციო სასამართლოში. 

სააპელაციო სასამართლოში კიდე უფრო უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. 9 სასამართლო მოსმენის შემდეგ განაჩენის გამოცხადების ეტაპზე ზუსტად მოხდა ახალი შუამდგომლობის დაყენება მგალობლიშვილის ადვოკატების მხრიდან. რეალურად, სასამართლო კოლეგია, რომელიც ვერ დაითანხმეს, კონკრეტულად კოლეგიის თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილი სასურველი გადაწყვეტილების მიღებისათვის, ჩამოაშორეს ამ საქმეს.
 კოლეგია დაიშალა ახალი შემადგენლობა აგრძელებს საქმის განხილვას.“,-ამბობს კილაძე,ელისო კილაძე  „ღვინის ქარხანა #1-ის“ საქმეში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს. მისი თქმით, „ოცნების“ კარის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, „ღვინის ქარხანა #1-ის“  დაუფლებით არის დაინტერესებული. ამასთან, მიაჩნია, რომ ამ საქმეს პოლიტიკური  მდგენელი ჰყავს. მისივე  ჟურნალისტური გამოძიებით უტყუარად დასტურდება იმ პირთა წრე, რომელიც მონაწილეობს კეთილსინდისიერი მყიდველებისთვის საკუთრების „ახევაში“.

„ეს გახლავთ ვანო ჩხარტიშვილი, „ოცნების“ კარის ბიზნესმენი, რომელიც პირდაპირ არის დაინტერესებული რომ ხელში ჩაიგდოს ეს ტერიტორია. გიორგი მგალობლიშვილი, რომელიც მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს, რომელიც რეალურად არ უნდა იყოს მოსარჩელე ამ საქმეში გახლავთ ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესპარტნიორი, ლონდონში ცხოვრობს ბატონი მგალობლიშვილი. მეტიც, მაშინდელი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის უშუალო მონაწილეობით, გიორგი მგალობლიშვილი გათავისუფლებული იქნა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.

 ჩემი ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილის უშუალო ჩართულობით ეკა ბესელიამ დამატებით პოლიტპატიმართა სიაში, რომელიც გენერალურ პროკურატურაში გააგზავნა, ასევე შეიყვანა გიორგი მგალობლიშვილი. ამის მიუხედავად გიორგი მგალობლიშვილი საქართველოში არ ჩამოდის. ის აგრძელებს სრულიად უსაფუძვლო სასამართლოს დავას. მე მოვუწოდებ სააპელაციო სასამართლოს კოლეგიას 10 ოქტომბერს ეს უნდა იყო ბოლო სხდომა, რომელზეც დასრულდება ეს საქმე შეწყდება რელურად სასამართლო დავა. იმედი მაქვს ვანო ჩხარტიშვილი ვერ მოახერხებს ამჯერად, სასამართლო კოლეგიაზე ზეგავლენას და ეს საქმე უბრალოდ დასრულდება“ - ამბობს კილაძე. 

„ქრონიკა+ ის“ მოპოვებული დოკუმენტური მასალების მიხედვით, რომელიც ასევე დაადასტურა გენერალურმა პროკურატურამ თავის წერილში, სარჩელის გაგრძელების არანაირი საფუძველი აღარ არსებობს.
R

კომენტარები

მსგავსი სიახლეები