1 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

12 ოქტომბერს გურჯაანის ღვინის ფესტივალი გაიმართება

ღვინის დეგუსტაცია, თათარაობა, ჭაჭის გამოხდა, ყურძნის დაწურვა საწნახელში და რთველი

12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გურჯაანში, ახტალის პარკი,  ღვინის ფესტივალი გაიმართება.  მეღვინეობის ქალაქი ფესტივალს წელს მესამედ უმასპინძლებს და მის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება როგორც გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული, ასევე დიდი და მცირე მარნების მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის, სხვადასხვა ფერისა და ასაკის ღვინო, ჭაჭა და სხვა სასმელები. ფესტივალი სტუმრებს ამ ყველაფერთან ერთად  ღვინოსთან შეხამებულ ტრადიციულ კერძებსაც დაახვედრებს.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019-ის მიზანს ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების პოპულარიზაცია წარმოადგენს.

წელს, ფესტივალს სტუმრად 10000-ზე მეტი შიდა თუ საერთაშორისო ტურისტი ეყოლება.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი ფაქტიურად უკვე რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს იმისთვის, რომ სტუმრებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გავხადოთ. წლევანდელ ღვინის ფესტივალზე, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური, განსხვავებული და სიახლეებით სავსე იქნება, ველოდებით სტუმრებს მთელი საქართველოდან და მეგობარი ქვეყნებიდან. განსაკუთრებით ვეპატიჟებით მათ, ვისთვისაც არასოდეს გვიმასპინძლია ფესტივალის ფარგლებში. ასე რომ, მოინიშნეთ 12 ოქტომბერი და ესტუმრეთ მეღვინეობის ქალაქს“, – აღნიშნავს ფესტივალის ორგანიზატორი, ეკა ცისკარაშვილი.

ფესტივალი, რომელიც 14:00 საათზე დაიწყება, სტუმრებს საინტერესო პროგრამას სთავაზობს. 150-ზე მეტი მეღვინისა და მეწარმის მიერ წარმოებული ღვინო და ხელნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული ექსპოზიციები, სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები, ქართული პოლიფონია და ეროვნული ქორეოგრაფიული ნომრები.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019-ის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ:

o    დააგემოვნონ საუკეთესო კახური და ევროპული ღვინო და შეიძინონ ისინი ხელმისაწვდომ ფასად;

o    მონაწილეობა მიიღონ ხელთნაკეთი, შემოქმედებითი და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვასა და ეთნოგრაფიულ ექსპოზიციებში;

o    დაათვალიერონ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი საშემოდგომო, ისტორიული და კულინარიული პავილიონები;

o    მოისმინონ არაჩვეულებრივი კახური მრავალჟამიერი და სხვა ქართული პოლიფონიური სიმღერები, ასევე დაუკრავს ბენდი LoudSpeakers-ი და Goofy Land-ი;

o    მონაწილეობა მიიღონ სახალისო შეჯიბრებებში, ყურძნის დაწურვასა და თათარაობაში;

o    მონაწილეობა მიიღონ თეატრალიზებულ მსვლელობაში;

ფესტივალი, თბილისის ბიგ-ბენდის შესრულებით დასრულდება.

 

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019,  ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში იმართება და მისი მხარდამჭერია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი - დავით სონღულაშვილის პატრონაჟით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის გენერალური სპონსორია სს “m² უძრავი ქონება“ , სპონსორისაქართველოს ბანკი ბიზნესი“ .  წელს, ფესტივალი ჩაერთო კამპანიაშიც #Spend4SeasonsInGeorgia

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019-ის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.

წელს, ფესტივალს 10000-ზე მეტი შიდა თუ საერთაშორისო ტურისტი ეყოლება სტუმრად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები