1 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არჩილ თაბაგარი: “თავისუფალი საზოგადოების გარეშე, ვერ ჩამოყალიბდება თავისუფალი სასამართლო“

ღვინის ქარხანა N1"-ის საქმეზე  არსებობს  მტკიცებულებები, რაც მოდავე მხარის არაკეთილსინდისიერებას ადასტურებს

ინიციატივო ჯგუფმა „თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაცია  გამართა, სადაც ორგანიზატორებმა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ  თავისუფლების იდეის „დისტრიბუცია“ წლის ბოლომდე დაიწყება. ერთი სიტყვით, სივრცე, რომელიც თბილისში, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე, პეტრიაშვილის #1-ში შეიქმნება,  ეს იქნება სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის მსურველთათვის. 

აღნიშნული იდეის, ინციიატივისა და პროექტების განხორციელებას აბრკოლებს ის ფაქტი რომ აღნიშნული ტერიტორია 2015 წლიდან  სასამართლო დავის საგანია. ასევე  აღნიშნული პროცესები ურყოფით გავლენას ახდენს  თავისუფლების ქარხანის  სამომავლო გეგმებზე.

„სიმართლე არის ჩვენს მხარეს. სიმართლე ყოველთვის თავისუფლების მხარეს არის“,- ამის შესახებ, „ღვინის ქარხანა #1-ის ადვოკატმა არჩილ თაბაგარმა  „თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. ადვოკატმა დამსწრე საზოგადოებას  “თავისუფლების ქარხნის“ მნიშვნელობაზე ესაუბრა და „ღვინის ქარხანა N1-ის“ სადავო საქმე განიხილა.

ასევე მიაჩნია, რომ „პლატფორმა “ თავისუფლების ქარხანა“ ძალიან მნიშვნელოვანია: „თავისუფლების, თავისუფალი საზოგადოების გარეშე, ვერ ჩამოყალიბდება თავისუფალი სახელმწიფო ინსტიტუციები, თავისუფალი სასამართლო, რომელიც არის წარმატებული სახელმწიფოს საწინდარი. მჯერა, პლატფორმა „თავისუფლების ქარხანა“ ამ ყველაფრის კატალიზატორი გახდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ წლებია, სამწუხაროდ,  ეს მშვენიერი და ლამაზი სივრცე  სასამართლო დავის საგანია. დავა 2015 წლიდან დაიწყო. ამ საქმის ირგვლივ განმარტებები პრესის და ტელევიზიის საშუალებით, არაერთხელ გავაკეთეთ. ყველას კარგად მოეხსენება რომ ობიექტი შესყიდულია 2013-2014 წლებში, სრულიად გამჭირვალედ. ამ პროცესს წარმართავდა საქართველოში ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკები „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“. პროცესი იყო აბსოლუტურად გამჭირვალე“.

არჩილ თაბაგარი განმარტავს, რომ რა თქმა უნდა, საკუთრების შეძენის დროს, არსებობდა  ოფიციალური სახელმწიფო უწყების საჯარო რეესტრის ამონაწერი, რაც  ამ პერიოდისთვის არ აფიქსირებდა არანაირ სამართლებრივ პრეტენზიას მოცემული ობიექტის მიმართ. ვერც მე და ვერც ინვესტორები, ვერ წარმოიდგენდა რომ 2015 წელს, 10 წლის წინანდელი  მესაკუთრე დაიწყებდა დავას ობიექტის თაობაზე.

მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ საქმეში ჩაერთო აკადემიური წრეების წარმომადგენლები. თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესურა. მათ მოამზადეს ფუნდამენტური სამართლებრივი დასკვნა მოცემულ საქმეზე. ეს  დასკვნა უკვე წარდგენილია სასამართლოში. დასკვნით, ერთ მნიშნველოვანად არის  გამორიცხული სარჩელის დაკმაყოფილება, რაც ძალიან მისასალმებელია. ვფიქრობ, სასამართლოს დაეხმარება ობიექტური  მართლმსაჯულების განხორციელებაში.

„მეორე მნიშნველოვანი ფაქტი გახლავთ ის რომ, ჩვენ მოვიპოვეთ გარკვეული მტკიცებულებები, რომელსაც აუცილებლად წარვადგენთ სასამრთლოში. რომელიც ადასტურებს მოდავე მხარის არაკეთილსინდისიერებას. ამის შესახებ გვექნება ცალკე პრესკონფერენცია. საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას დამატებითი დეტალების შესახებ,“ - აღნიშნავს ადვიკატი.

ცნობილია, რომ სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 11:00 საათზეა ჩანიშნული. „მაქვს მხარდაჭერის იმედი, ვთვლი რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს. სიმართლე ყოველთვის თავისუფლების მხარეს არის“, - განაცხადა არჩილ თაბაგარმა.

შეგახსენებთ,რომ  „ღვინის ქარხანა #1-ის“  საქმეზე სასამართლო დავა 2015 წლიდან დაიწყო. ქონების უკან დაბრუნებას ის ხალხი ითხოვდა, ვინც ტერიტორიას 2004 წლამდე ფლობდა და დაკარგა, ამის შემდეგ ღვინის უძველესმა ქარხანამ ათამდე მესაკუთრე გამოიცვალა.

თბილისში, პეტრიაშვილის ქ. #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობა დღევანდელმა მესაკუთრეებმა საქართველოში მოქმედი ორი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკისაგან გამოისყიდეს.

2014 წლის დეკემბერში ღვინის ქარხნის შემძენების - შპს "არტ ღვინოს" - მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა. მოსარჩელე - სააქციო საზოგადოება "სავანე ღვინის #1 ქარხანა". მისი წარმომადგენლად აღნიშნულ დავაში საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ჩაერთო.

„ღვინის ქარხანა #1-ის“ მესაკუთრეების მიერ ორ ინსტანციაში მოგებული სასამართლო პროცესების შემდეგ საქმე კვლავ დაბრუნდა სააპელაციო სასამართლოში, დავაში წლები გადის და ამ დროისთვის საქართველოს პირველი ღვინის ქარხანა დაყადაღებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები