1 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გოგა კალანდაძე: “ღვინო არის პროდუქტი, რომელმაც ჩვენ იდენტობა შეგვინარჩუნა“

თბილისში ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე  ღვინის მუზეუმი გაიხსნებათბილისში, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე, პეტრიაშვილის #1-ში შეიქმნა სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის მსურველთათვის. 

საინიციატივო ჯგუფმა „თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაცია  გამართა, სადაც ორგანიზატორებმა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ  თავისუფლების იდეის „დისტრიბუცია“ წლის ბოლომდე დაიწყება. პრეზენტაციაზე ასევე ცნობილი გახდა რომ, თბილისს, სულ მალე ღვინის მუზეუმი შეემატება. 

"თავისუფლების ქარხნის” თანადამფუძნებელმა სანდრო კაკულიამ  განაცხადა რომ , საქართველოს, ქვეყანას, რომელსაც  ღვინის საუკუნოვანი ისტორია აქვს, მალე,  ღვინის მუზეუმი ექნება."თბილისს ჩვენს დედაქალაქს, ღვინის სამშობლოს, ბევრი ასეული ათასწლოვანი ისტორიით, სამწუხაროდ, არ აქვს ღვინის და ვაზის მუზეუმი. ღვინის მუზეუმი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელზეც მუშაობას დღეიდან ვიწყებთ. ,-განაცხადა სანდრო კაკულიამ.ღვინის ქარხანა #1-ის ერთ ერთმა მეპატრონე გოგა კალანდაძემ პარტნიორ ზაზა დუდაურთან ერთად საზოგადოებას, საზეიმო ვითარებაში წარუდგინა ის ადგილი, სადაც  ღვინის მუზეუმი იქნება განთავსებული.„დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან მიხარია, რომ ამდენი ადამიანი მოხვედით. დღეს ძალიან ლამაზი სიყვარულის დღე გამოგვივიდა. რა თქმა უნდა, სიყვარულის გარეშე თავისუფლება არ არსებობს. მინდა გითხრათ, ვაპირებთ, ღვინის მუზეუმის გახსნას.  ღვინის მუზეუმის პირველ ჩანასახს ჩემს პარტნიორ ზაზა დუდაურთნ ერთად გავხსნი. ღვინო არის ჩვენი უსაყვარლესი და უმაგრესი პროდუქტი, რომელმაც ჩვენ შეგვინარჩუნა იდენტობა“,-განაცხადა გოგა კალანდაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები