1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის ორგანიზებით საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია გაიმართა

27 სექტემბერი, 2019- საქართველოს ბანკის ინიციატივით, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით, საქართველოს  საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა უცხოელი ინვესტორებისა და პოტენციური პარტნიორებისთვის საქართველოს, როგორც ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემის, სტაბილური მაკროეკონომუკური გარემოსა და მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაცნობა.  ინვესტორებმა მიიღეს ინფორმაცია საბანკო სექტორისა და უძრავი ქონების ბაზრის შესახებ, საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე. 

„საქართველოს ბანკის უნიკალური შეთავაზება ჩვენი დაგროვილი ქონების მართვის კლიენტებისთვის, სტაბილურობასა და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, არის ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოში ინვესტირება ჰქვია. ამ მიმართულებით დიდია ინტერესი ჩვენი კლიენტების მხრიდან, რაც საქართველოს საბანკო სისტემისადმი მაღალ ნდობაზე და საქართველოზე, როგორც ინვესტირებისთვის მიმზიდველ ქვეყანაზე მეტყველებს. მე მოხარული ვარ, რომ გვქონდა შესაძლებლობა ინვესტორებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ჩვენი მიზანია, გავაცნოთ ჩვენს არსებულ თუ პოტენციურ პარტნიორებს საქართველო - როგორც მზარდი ეკონომიკის და განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების მქონე ქვეყანა “, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.  

საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის  მიმართულებით 2005 წლიდან მუშაობს. ბანკი მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებელსა და მის ოჯახს ემსახურება.  საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და დიდ ბრიტანეთში წარმომადგენლობითი  ოფისების საშუალებით ოპერირებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...