1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას განაგრძობს

25 სექტემბერი, 2019- საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას და განსაკუთრებით, ქალი მეწარმეების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ქალი მეწარმეების ხელშეწყობისა და წახალისების  მიზნით მათთვის სპეციალური ტრენინგი გაიმართა, სადაც მეწარმეებმა  მიიღეს პრაქტიკული რჩევები ფინანსური საჭიროების სამართავად. შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ბიზნესის დაფინანსებისა და შემდგომი განვითარების  შესაძლებლობები, ბიზნესის საჭიროებები, ციფრული მარკეტინგი და სხვა. 

„საქართველოს ბანკისთვის  მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი ბიზნესს, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული ტრენინგი, რომელიც ეროვნულ ბანკთან ერთად ჩავატარეთ.  ვფიქრობთ, ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია ჩვენს ქალ მეწარმეებს მისცემს  შესაძლებლობას, უკეთ შეაფასონ საკუთარი ბიზნესი, გაიგონ რა წყაროებითაა შესაძლებელი ბიზნესის დაფინანსება და მიიღონ პრაქტიკული რჩევები თუ როგორ გაზარდონ პროდუქტისა თუ სერვისის გაყიდვები ინტერნეტის საშუალებით“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის  მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა. 

„სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ფინანსური განათლების დონის ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მეწარმეების ფინანსურ განათლებას კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამეწარმეო სექტორის მდგრადი განვითარების პროცესში. ტრენინგზე მიღებული ინფორმაცია მეწარმეებს დაეხმარება შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა და უნარები, რაც მათ საკუთარი ბიზნესის საჭიროებებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლების, მათ შორის, მეწარმეთა ფინანსური განათლების საჭიროებას და სარგებლიანობას ხედავს კომერციული სექტორიც. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკი მეწარმეების ფინანსური განათლების პროგრამის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია“ - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ფინანსური განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა გზირიშვილმა. 

ტრენინგის პროგრამა მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის შედგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ჩართულობით, „ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერითა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) მონაწილეობით. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი უკვე წლებია ქვეყნის მასშტაბით ხელს უწყობს ქალებს და აძლევს შესაძლებლობას,  წამოიწყონ სრულიად ახალი ბიზნესი, დანერგონ ახალი მიმართულებები ან გააფართოვონ არსებული ბიზნესი. საქართველოს ბანკმა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) დაფინანსებით ქალებისთვის შექმნა პროგრამა „ქალები ბიზნესში“, რომლის ფარგლებშიც აქტიურად განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ქალების ბიზნესში აქტიური ჩართულობის, მათი ფინანსური და არაფინანსური მხარდაჭერის თუ ბიზნესის განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში, 25 მილიონ ლარამდე ფინანსური რესურსით, 1000-მდე ბიზნესი დაფინანსდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...