1 3 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ითამაშე, მოიგე და გაიხარე ძმა - ანდრეა პირლო ევროპაბეთის ახალ სარეკლამო რგოლში

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა ანდრეა პირლო ევროპაბეთის ბრენდ ამბასადორია. კამპანიის “ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის” ფარგლებში პირველი ვიდეო რგოლი იანვარში გამოვიდა, იტალიელი მსოფლიოს ჩემპიონის მონაწილეობით რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ვიდეო რგოლი ვიხილეთ. 

მოგებით გამოწვეული სიხარულის გამოხატვა იოლი არ არის. ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა გათამაშებების წამყვანების გულწრფელ მილოცვებს პასუხად უხეში და უემოციო “გაიხარე ძმა” მოსდევს. ევროპაბეთის და ანდრეა პირლოს ახალი კამპანია სწორედ ამ, ერთი შეხედვით უცნაური მოვლენის შესახებ გვიყვება. 

ცისფერი მთები’ თუ ნანახი გაქვთ, კუმისელი რეიკის შესახებაც გსმენიათ და ანდრეა პირლოც იცით ვინ არის, მაშინ გირჩევთ, არ გადადოთ და კლიპს ახლავე უყუროთ. 

პროექტზე სარეკლამო კომპანიამ WINDFOR'S იმუშავა, გადაღებებს Metro Production აწარმოებდა. ირინა საყვარელიძე ევროპაბეთისგან მიღებულ დავალებასა და პროექტის დეტალებზე საუბრობს. 

ირინა საყვარელიძე (სინიორ კოპირაიტერი, WINDFOR’S)

“ერთი შეხედვით, უცნაური დავალება მივიღეთ ევროპაბეთისგან. აღმოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში, გათამაშებაში მოგებული ადამიანები, არ ან ვერ გამოხატავენ მოგებით გამოწვეულ სიხარულს. როგორც წესი, წამყვანი ცდილობს, ერთი-ორი ემოცია მაინც დასტყუოს გამარჯვებულს, სანაცვლოდ კი, უმეტეს შემთხვევაში გვესმის – “გაიხარე, ძმა…” ევროპაბეთს სურდა, მომხმარებლებისთვის ეთქვა, რომ როდესაც მხოლოდ სიამოვნებისთვის თამაშობ, შეგიძლია მოგებით მიღებული სიხარულიც მარტივად გამოხატო – “გაიხარო”. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საოცრად დიდი პრიზები თამაშდება. 

გადავწყვიტეთ, გათამაშებაში სატელეფონო საუბრების ის მხარე გვეჩვენებინა, რომელიც არასდროს გვინახავს – “ვერგახარების” საპატიო მიზეზები. იდეების გენერირებისას იმდენად გავცდით რეალობის საზღვრებს, რომ მიხვდით – ამბის სათქმელად, სწორედ ფანტასმგარეული, კომიკური და ხანდახან, მისტიკური ამბები უნდა მოგვეყოლა. 

საბოლოო ჯამში, როგორც ვიდეორგოლის, ასევე კამპანიის მთავარი მესიჯი მარტივია – ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის – ამ დროს, მოგებაც ბევრად უფრო სასიამოვნოა და მოგებით გამოწვეული სიხარულის გამოხატვაც შესაძლებელი.” 

ევროპაბეთი თავის მომხმარებლებს კვლავ მოუწოდებს, მხოლოდ სიამოვნებისთვის ითამაშონ და ყოველი თვის ბოლო შაბათს საოცარი პრიზების მოგების საშუალებას აძლევს. დარეგისტრირდი EUROPEBET.COM-ზე, დააგროვე ბილეთები ნებისმიერ თამაშში და გახდი უპრეცედენტო გათამაშების მონაწილე. 

შენ შეგიძლია გახდე იუვენტუსის აქციების (!) მფლობელი, მოიგო ფულადი პრიზები 700 000₾-დან, მოიგო ექვსი Fiat 500-დან ერთ-ერთი და ყველაზე ექსკლუზიური პრიზი: Mercedes-Benz G-Class. დეტალებს გაეცანი აქ

გაიხარე ძმა! 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...

  • 16:15

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს....

  • 16:08

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ მომხმარებელს მეცხრე თაობის...

      ელეგანტური, დახვეწილი, კიდევ უფრო ტექნოლოგიური და თანამედროვე - მეცხრე თაობის CAMRY უკვე საქართველოშია. იაპონური ბრენდის ავტომობილი მომხმარებელს „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ გა...

  • 11:32

    Rally Adventure Georgia-ს მეორე ადგილი ეკიპაჟ #52-...

    Rally Adventure Georgia-ს მასშტაბური საერთაშორისო საავტომობილო შეჯიბრება საქართველოში მეექვსედ გაიმართა . სათავგადასავლო რალიში მონაწილე #52 ეკიპაჟის მხარდამჭერი წელსაც „თეგეტა ჰოლდინგი“ ...

  • 19:38

    ავტოდაზღვევა თეგეტა მოტორსში შეკეთების სერვისით - ...

    ამიერიდან, მომხმარებელს დაზღვევის შეძენისას შეუძლია აირჩიოს თეგეტა მოტორსის შეკეთების სერვისი და თუ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მანქანის შეკეთება გახდა საჭირო, მომსახურებას თეგეტა მოტორსში მიიღებს. ...