1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2019" განაცხადების მიღებას 30 სექტემბერს ასრულებს

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) წელს უკვე მეორედ ატარებს ‘საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს Meliora’.

კონკურსი Meliora, გამოავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ
კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ სამაგალითო, შთამაგონებელ და შესანიშნავ
პროექტებსა და ინიციატივებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) სფეროში.

ბიზნეს კომპანიებს 30 სექტემბრამდე შეუძლიათ წარმოადგინონ 2018-2019 წელს განხორციელებული CSR პროექტები კონკურსის 6 ძირითად კატეგორიაში:

1.    მწვანე ინიციატივა;

2.    პასუხისმგებელი დამსაქმებელი;

3.    კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე;

4.    საზოგადოების მხარდაჭერა;

5.    სექტორთა პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა;

6.    CSR-ის შესახებ კომუნიკაცია;

ასევე 3 სპეციალურ კატეგორიაში:

1.    წლის CSR მენეჯერი;

2.    შემოქმედებითი CSR;

3.    ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა.

უმაღლესი ჯილდო (გრანპრი) - წლის პასუხისმგებელი ბიზნესის წოდება მიენიჭება
ცალკე მსხვილ და ცალკე მცირე/საშუალო ზომის კომპანიას.

წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს და გამოავლენს საუკეთესო CSR ინიციატივეს სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის მიხედვით.

კონკურსის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ვებ-გვერდზე - WWW.MELIORA.GE

კონკურსის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მისწეროთ სალომე თოფურიძეს შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected]

 

კონკურსის შესახებ

2018 წელს გამართულ კონკურსში მონაწილეობა 43 კომპანიამ 77 CSR პროექტით მიიღო. ქართული წამყვანი მედია არხების საშუალებით კონკურსის შესახებ ინფორმაცია 1,230,500 ადამიანს მისწვდა.

წელს, ისევე როგორც შარშან, კონკურსი ტარდება მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ საექსპერტო ორგანიზაციასთან, ბიზნესპლატფორმასა და სამთავრობო ინსტიტუტთან თანამშრომლობით. ესენი არიან: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; გარემოსდაცვითი ინფრომაციისა და განათლების ცენტრი; ფინანსთა სამინისტროს აკადემია; შვედეთის საელჩო საქართველოში; საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG); საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაცია; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო  პალატა; “აწარმოე საქართველოში”; ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA); ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო (EUGBC); საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC); ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF); საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია; გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება (DWV); საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.

საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის სპეციალურ, ნარჩენების მართვის კატეგორიას მხარს უჭერს USAID–ის პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“ (ფაზა II), რომელსაც ახორციელებს CENN. კატეგორია „შემოქმედებითი CSR” კი ხორციელდება საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მხარდაჭერით.

კონკურსის სპონსორია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“.

 

პროექტის შესახებ ინფორმაცია:  პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017-2020), რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით,  მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა  აქტორებთან. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ:  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს და დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას).


კომენტარები

მსგავსი სიახლეები